Intelligence Online: საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია
საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Intelligence Online.
როგორც მედია წერს, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტომ საქართველოდან დაზვერვის 3 აგენტი გაიწვია.
ფრანგული გამოცემის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის მიერ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მნიშვნელოვანი პირის გადაბირება.
ავტორის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.
შეგახსენებთ, 8 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა და გააფრთხილა მათ შორის მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები და სთხოვა გაეყვანათ საკუთარი ხალხი, რომლების საქართველოში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ.
1780575951
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი - უცხოური სპეცსამსახურების აგენტურას ვეტყვი, რომ სახელმწიფომ ბევრი რამ იცის, შეწყვიტონ ეს საქმიანობა ან მოვლენები სხვაგვარად განვითარდება
„აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა და ალბათ საფრანგეთის ოფიციალური წრეები, მათ შორის სპეცსამსახურები რაღაც ტიპის განცხადებებით უპასუხებენ, დაადასტურებენ ან უარყოფენ. ეს მათი საქმეა, ჩვენ...
1780574120
ახალი ამბებიგურამ დუმბაძე: მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და ვადები
საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსა...
1780572152
ახალი ამბები7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მ...
1780569729
ახალი ამბებიიონათამიშვილი: აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაშინ გაუარესდა, როდესაც ვნახეთ არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომები, ჩვენი მიზანია გადატვირთვა და ეს გადატვირთვა სწორედ სამართლიანობის პრინციპებს უნდა დაეფუძნოს
მმართველი გუნდის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგენა სამართლიანობის პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული. „ცხადია, ღირსეული ურთიერთობები...
1780569245
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი განიხილა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქეთის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების, აგრეთვე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართ...






























