თენგიზ შარმანაშვილი - უცხოური სპეცსამსახურების აგენტურას ვეტყვი, რომ სახელმწიფომ ბევრი რამ იცის, შეწყვიტონ ეს საქმიანობა ან მოვლენები სხვაგვარად განვითარდება
„აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა და ალბათ საფრანგეთის ოფიციალური წრეები, მათ შორის სპეცსამსახურები რაღაც ტიპის განცხადებებით უპასუხებენ, დაადასტურებენ ან უარყოფენ. ეს მათი საქმეა, ჩვენ არც დავადასტურებთ და არც უარვყოფთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა ფრანგული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია.
შარმანაშვილის თქმით, რაც შეეხება ზოგადად საქართველოში ჯაშუშობის საკითხს, სახელმწიფო ყველაფერს აკონტროლებს და ყველა ინფორმაცია აქვს.
„მამუკა მდინარაძემ რამდენიმე ხნის წინ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, ხმამაღლა განაცხადა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ, ყველა ინფორმაცია გვაქვს. ვინც ამ საქმიანობას ეწევით, გთხოვთ, შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ისიც თქვა, რომ ზოგმა ეს გაიგო და შეწყვიტა. ვინც ვერ გაიგო, წარმოდგენაც არ აქვთ, რა ინფორმაციას ვფლობთ და შემდეგ მიხვდებიან, როდესაც ამ ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ. შემიძლია, კიდევ ერთხელ ვუთხრა იმ უცხოური სპეცსამსახურის აგენტურას და იმ ადამიანებს, ვინც აგენტურას მართავს, რომ საქართველოს სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ იცის. შეწყვიტონ ან მოვლენები სხვაგვარად განვითარდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საფრანგეთის ოფიციალური წრეები დაადასტურებენ ან უარყოფენ ამას“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
1780578314
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადი...
1780576881
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დასწრება ინტერესების თანხვედრის მკაფიო ნაბიჯია
ყველა ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს თავისი ინტერესები, მაგალითად, ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. ჩვენც გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები, ქართველი ხალხის...
1780575565
მსოფლიოIntelligence Online: საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია
საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Intelligence Online. როგორც...
1780574120
ახალი ამბებიგურამ დუმბაძე: მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და ვადები
საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსა...
1780572152
ახალი ამბები7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მ...





























