ბექა ძამაშვილი CPT-ზე: დინამიკა რომ დავინახოთ, რა იყო მათი რეკომენდაცია წლების წინ და რა არის დღეს, წლების წინ საუბარი იყო, რომ პერსონალი აწამებდა პატიმრებს და დღეს არის, რომ პატიმრებსაც არ ჰქონდეთ ერთმანეთთან ძალადობის მცდელობა

მნიშვნელოვანია დინამიკა დავინახოთ, რა იყო მათი რეკომენდაცია წლების წინ და რა არის დღეს. წლების წინ საუბარი იყო, რომ პერსონალი ძალადობდა, აწამებდა პატიმრებს და დღეს არის, რომ პატიმრებსაც არ ჰქონდეთ ერთმანეთთან ძალადობის მცდელობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებზე საუბრისას.

მისი თქმით, თუ კი დავაკვირდებით და შევადარებთ CPT - ის წლების წინ გაცემულ რეკომენდაციებს დღევანდელს, დავინახავთ, რომ სხვაობა არის ძალიან თვალშისაცემი.

„მნიშვნელოვანია დინამიკა დავინახოთ, რა იყო მათი რეკომენდაცია წლების წინ და რა არის დღეს. დავიწყოთ ძალადობის პრევენციის საკითხით, CPT იმყოფებოდა სხვადასხვა დაწესებულებაში და ამ დასკვნაში საუბარი არის ერთ კონკრეტულ დაწესებულებაზე, რომ შესაძლოა ყოფილიყო უშუალოდ პატიმრებს შორის, ერთმანეთის მიმართ ძალადობის მცდელობა ან გავლენის მოხდენის მცდელობა. ეს ხდება მსოფლიოს ყველა დაწესებულებაში, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ციხეზე, დაწესებულებაზე, სადაც მოხვედრილი არიან ადამიანები, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. მათ კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობა ჰქონდათ და შესაბამისად ის, რომ მათ ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ ძალადობის მცდელობა არის აბსოლუტურად ბუნებრივი ყველა ციხისთვის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. აქ მნიშვნელოვანია, რას უპირისპირებს ამას სახელმწიფო. სახელმწიფოს საპასუხო პოზიციაში არის დეტალურად აღწერილი, რომ ნებისმიერ ძალადობის მცდელობაზე ხდება მყისიერი რეაგირება, იწყება გამოძიება, ხდება პატიმრების განცალკევება. ბევრი პრევენციული ღონისძიება ხორციელდება. დინამიკაში, რომ დავინახოთ, რამდენიმე ციხიდან მხოლოდ ერთ ციხეზე საუბრობს CPT, რომ ასეთი ნიშნები შენიშნა. თუნდაც წლების წინ საუბარი იყო, რომ თვითონ პერსონალი ძალადობდა, აწამებდა პატიმრებს და დღეს მთავარ რეკომენდაციად რჩება ის, რომ პატიმრებსაც არ ჰქონდეთ ერთმანეთთან ძალადობის მცდელობა, რაც არის დინამიკაში ძალიან საინტერესო მაჩვენებელი რეფორმების და პროგრესის“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისი თქმით, CPT-ის რეკომენდაციებში აღნიშნულია პატიმრების რესოციალიზაცია.

„საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ დაწყებული სპორტულ-კულტურული აქტივობებით არის საკმაოდ ბევრი ღონისძიება შეთავაზებული. არის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციურ დაწესებულებაში გვაქვს იუსტიციის სახლები გახსნილი. ფუნქციონირებს ე.წ. რემარკეტი, მაღაზია, სადაც მსჯავრდებულების დამზადებულ პროდუქციას ვყიდით და ა.შ. მთელი რიგი ღონისძიებები არის, რომ მოხდეს მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვეთანხმებით იმ რეკომენდაციას, რომ მსგავსი ღონისძიებები უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისი თქმით, პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით, CPT-ის მხრიდან დადებითად შეფასდა პირველადი ჯანდაცვის საკითხი.

ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნდა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771423182

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ეს რაოდენობა

დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ეს რაოდენობ...

თორნიკე ჭეიშვილი

1771422624

ახალი ამბები

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა.  ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს პრემიერი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა....

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა.

1771422223

ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ო...

საქალაქო სასამართლო

1771421214

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, „ხალხის ძალა“ დავდივართ რეგიონებში, გვაქვს მერიებში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათგან მოდის თხოვნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს თანხა დაემატოს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა განცხადება პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის კახაბერ გულედანის მოხსენებას. მაჭარაშვილ...

ააა

1771421190

ახალი ამბები

პოლიციამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სასამართლოსთან დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თბილისის საქალ...

შსს