თორნიკე ჭეიშვილი: დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ეს რაოდენობა

დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ეს რაოდენობა, - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, არალეგალური მიგრაციის საკითხი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი გამოწვევაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

„ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევა და გამონაკლისი ამ თვალსაზრისით არ არის საქართველო. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა დასკვნა არის ძალიან მარტივი, რომ სახელმწიფომ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად სახელმწიფო პოლიტიკისა. ჩვენ აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ სამართლებრივ გარანტიებს, საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რომელიც წინ უსწრებდა კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. ამ თვალსაზრისით იყო გამორჩეული, როგორც გასული წლის საგაზაფხულო, ისე საშემოდგომო სესიები. ვგულისხმობ რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას. მათ შორის განხორციელდა ცვლილებები უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. განხორციელდა ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კანონმდებლობა დაიხვეწა ამ თვალსაზრისით და შედეგად მივიღეთ ის, რომ 2025 წლის მაჩვენებელმა გადაუსწრო 2014-2024 წლების ჯამურ სტატისტიკურ მაჩვენებელს. საუბარია იმაზე, რომ გასული წლის განმავლობაში 1311 შემთხვევა იქნა გამოვლენილი უკანონო მიგრაციისა და ქვეყანა დაატოვებინეს ამდენივე უკანონო მიგრანტს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, პრობლემის მასშტაბი ფართოა.

„დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. ამ თვალსაზრისით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზოგადა, მთელს აღმასრულებელ ხელისუფლების საქმიანობა არის ძალიან ეფექტიანი და მიმდინარე წლის განმავლობაში, დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ჩვენ უკანონო მიგრაციის ზემოთ ხსენებული რაოდენობა, რაც გულისხმობს, რომ დაახლოებით 20 ათასს მიგრანტს მოუწევს დატოვოს საქართველო“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში ისაუბრა. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771422223

ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ო...

საქალაქო სასამართლო

1771421214

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, „ხალხის ძალა“ დავდივართ რეგიონებში, გვაქვს მერიებში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათგან მოდის თხოვნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს თანხა დაემატოს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა განცხადება პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის კახაბერ გულედანის მოხსენებას. მაჭარაშვილ...

ააა

1771421190

ახალი ამბები

პოლიციამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სასამართლოსთან დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თბილისის საქალ...

შსს

1771420906

საზოგადოება

კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის

ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, შეამცირებს დამოკიდებულებ...

კახა გულედანი

1771420374

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6778 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი