თორნიკე ჭეიშვილი: დემოგრაფიული მდგომარეობა არის ერთ-ერთი მტკივნეული და საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც პირდაპირ აქვს გავლენა ეროვნული უსაფრთხოების დაცულობაზე
„დემოგრაფიული მდგომარეობა არის ერთ-ერთი მტკივნეული და საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც პირდაპირ აქვს გავლენა ეროვნული უსაფრთხოების დაცულობაზე“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში ამ თემაზე დღევანდელი დისკუსია იქნება იმის საწინდარი, რომ მოკლე პერიოდში დემოგრაფიის საკითხთან დაკავშირებით სიახლეები იყოს.
ჭეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დემოგრაფიის საკითხი არის ერთ-ერთი ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, რომლესაც სათანადო ყურადღება სჭირდება.
„შეიძლება ითქვას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ექსპრომტად მოხდა დისკუსიის გაშლა, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ პარლამენტი კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს ამ თემას, თუნდაც ინტერპელაციის ფორმატში. მიუხედავად იმისა, რომ სახელდახელოდ იყო ეს თემა შეთავაზებული, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რაც შეიძლება დღეს იყოს საქართველოში არასახარბიელო დემოგრაფიული ტენდენციების გამომწვევი. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი აჭარბებს შობადობის მაჩვენებელს და ამას რა თქმა უნდა სჭირდება სერიოზული კვლევა შესაბამისი მიზეზების თვალსაზრისით და შემდგომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს პრობლემა სწრაფად გადაწყდეს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
1771423182
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ეს რაოდენობა
დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ეს რაოდენობ...
1771422624
ახალი ამბებიკახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა. ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს პრემიერი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა....
1771422223
ახალი ამბებისაქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ო...
1771421214
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, „ხალხის ძალა“ დავდივართ რეგიონებში, გვაქვს მერიებში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათგან მოდის თხოვნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს თანხა დაემატოს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა განცხადება პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის კახაბერ გულედანის მოხსენებას. მაჭარაშვილ...
1771421190
ახალი ამბებიპოლიციამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავა
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სასამართლოსთან დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თბილისის საქალ...





























