გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება

„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ დაგეგმილი მორიგი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროპარლამენტი, როგორც წესი, გვერდზე დებს ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს საქართველოსთან დაკავშირებით და კუბილიუსისა და კალასის ჩვენებებზე დაყრდნობით იღებს რეზოლუციებს, სადაც წერენ, თითქოს ქვეყანაში დემოკრატია შავ დღეშია.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება.

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული ყველა რეზოლუცია ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული იყო. სწორედ ამიტომ ევროპარლამენტმა თავისი სანდოობა პრაქტიკულად გაანადგურა, ახლა კი მორიგი რეზოლუციის „გამოცხობას“ აპირებს.

მაშინ, როცა ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები, მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკები თუ სავალუტო ფონდი ყოველკვირეულად აქვეყნებენ კვლევებს, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, ევროპარლამენტი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობს. ეს ცნობილ ქართულ ფილმ „მონანიებაში“ ნათქვამ ფრაზას მაგონებს: „მაინც ამოვთხრი!“. ისინი გვერდზე დებენ ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და კუბილიუსისა და კალასის ჩვენებებზე დაყრდნობით იღებენ რეზოლუციებს და წერენ, თითქოს ქვეყანაში დემოკრატია შავ დღეშია. ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795669697

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კარგად გვახსოვს როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად

USAID-ის ფაილებში ფიგურირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არჩევნების წინ, 2024 წელს სოციალური ქსელების მონიტორინგისა და პლატფორმებთან, მათ შორის, Meta-სთან კოორდინაციის დეტალები. დოკუ...

ლევან მაჭავარიანი

1795668650

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტასა და საქართველოს...

მაკა ბოჭორიშვილი

1795639667

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯე...

მაკა ბოჭორიშვილ

1795639041

მსოფლიო

ეგვიპტეში ბენზინმზიდის გადაბრუნების შედეგად გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ წრიულ გზაზე ბენზინმზიდი გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ზემოაღნიშნული წრიუ...

ხანძარი ეგვიპტეში

1795638713

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელზე: თავისივე შექმნილი ცრუ ნარატივების ტყვეობაში არიან, ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა, მაგრამ მოუწევთ და ჩვენ მზად ვართ სახე შევანარჩუნებინოთ, გადავფურცლოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა

ბევრი ქვეყანაა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრიუსელის გაბუტვის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილ...

ლევან მაჭავარიანი