სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას – ჯამში 800 000 ლარამდე, რომელიც პირადი
მიზნებისთვის გამოიყენა.
სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1795669697
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კარგად გვახსოვს როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად
USAID-ის ფაილებში ფიგურირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არჩევნების წინ, 2024 წელს სოციალური ქსელების მონიტორინგისა და პლატფორმებთან, მათ შორის, Meta-სთან კოორდინაციის დეტალები. დოკუ...
1795668650
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტასა და საქართველოს...
1795639667
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯე...
1795639041
მსოფლიოეგვიპტეში ბენზინმზიდის გადაბრუნების შედეგად გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ წრიულ გზაზე ბენზინმზიდი გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ზემოაღნიშნული წრიუ...
1795638713
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ბრიუსელზე: თავისივე შექმნილი ცრუ ნარატივების ტყვეობაში არიან, ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა, მაგრამ მოუწევთ და ჩვენ მზად ვართ სახე შევანარჩუნებინოთ, გადავფურცლოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა
ბევრი ქვეყანაა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრიუსელის გაბუტვის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილ...




























