გურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკი, დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი თუ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინაში პროქსი-ომი მიმდინარეობს - ეს ის მოცემულობაა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს პროქსი ომად აფასებენ არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრობენ, ასევე, ამერიკელი ოფიციალური პირები, უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნები და ევროპელი პოლიტიკოსებიც. მაჭარაშვილის განცხადებით, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმების პროცესი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელმა ბორის ჯონსონმა ჩაშალა.

მისი თქმით, საქართველო სწორედ იმ პოლიტიკას ატარებდა, რომელიც ქვეყანას მსგავსი სცენარისგან იცავდა. „არამარტო ილონ მასკი, თავად შტატების პრეზიდენტი ტრამპიც ამბობს, რომ უკრაინის ომი პროქსი ომია. ტრამპის წარმომადგენლები, სახელმწიფო მდივანი და თავად ზელენსკის გარემოცვის წევრები, რომელთაგან ზოგი გაიქცა, ზოგი კი დააკავეს, ასევე საუბრობენ იმაზე, რომ როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლის შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო, ეს პროცესი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა. ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო მდივნის, სენატორების ან ევროპელი ლიდერების განცხადებები. ეს არის იმ უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებიც, რომლებიც სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ და აცხადებენ, რომ შეთანხმება სწორედ ბორის ჯონსონმა ჩაშალა. ეს არის მოცემულობა. ამერიკელი სენატორები ამბობენ, რომ ჩვენი ჯარისკაცები სახლში არიან, ხოლო უკრაინელების სისხლზე ჩვენი ეკონომიკა ვითარდებაო. გერმანიის კანცლერმაც განაცხადა - რომ არა უკრაინის ომი, გერმანიის სამხედრო ინდუსტრია ასე არ გაიზრდებოდაო. მეტი როგორ უნდა დაუმტკიცდეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ეს პროქსი ომია, გამოსაყენებლად გამოცხადებული ომი, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს. ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით - რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდით, თუ უარესში არა. უკრაინა საქართველოზე ათჯერ დიდია - მოსახლეობითაც, ტერიტორიითაც და სხვა შესაძლებლობებითაც. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა საქართველო, რომ დაგვეჯერებინა ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციისთვის, ელჩისთვის, ევროპარლამენტისა და მათი აქაური აგენტურისთვის. ეს არის რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად გვაჩვენებენ უცხოელი წარმომადგენლები და რომელსაც უკვე ვეღარ მალავენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782801922

ახალი ამბები

პრემიერი - ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით

„ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნებ...

ირაკლი კობახიძე

1782801582

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა....

პრემიერ-მინისტრი

1782801024

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით, ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში

„ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1782801018

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან

„ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვ...

ირაკლი კობახიძე

1782800818

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის

„რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე