შალვა პაპუაშვილი: პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი, ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები
„გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
„პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი. დღესდღეობით მისი როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს. იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა პაბსეკი, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ.
ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც ოთხ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მთელ შავი ზღვის რეგიონზე, აქცია რა იგი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად.
ამ რთულ ვითარებაშიც კი, გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე. BSEC-ისა და შემდგომში PABSEC-ის ბრძენმა დამფუძნებლებმა სწორედ „ეკონომიკა“ აქციეს ჩვენი ორგანიზაციის მისიის ქვაკუთხედად, რაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც ჩანს. როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
სწორედ ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას - ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფა გეოპოლიტიკური თამაშების სასარგებლოდ. ასეთი თამაშები, ასევე, აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის, რაც საბოლოოდ ავანტიურისტი ლიდერებისა და მათი მთავრობების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვას იწვევს და ხელს უწყობს რადიკალიზაციას, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარ საფუძველს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1782802874
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავ...
1782802754
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის
„ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც ყაზა...
1782802410
მსოფლიოჩინელ მილიარდერს აშშ-ში 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ჩინელ ბიზნესმენს, მილიარდერს გო ვენგუის აშშ-ში 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალი თაღლითობისთვის წაუყენეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ბიზნესმენს 889 მლ...
1782801922
ახალი ამბებიპრემიერი - ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით
„ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნებ...
1782801582
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა....































