მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყაზახეთში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას და პრიორიტეტულ მიმართულებებს დაეთმო.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შუა დერეფნის განვითარება, რაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.

„პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის შუა დერეფნის განვითარება, ყაზახეთს აქვს დიდი ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის ამ მიმართულებით. ბუნებრივია ჩვენც გვაქვს დიდი ინტერესი ყაზახეთთან განვავითაროთ თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ორივე ქვეყნის მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ დაკავშირებადობას, ეკონომიკური განვითარებასა და კეთილდღეობის ზრდას.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის იმისათვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ბიზნეს კავშირები, ხალხთა შორის კავშირები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რაც სასიკეთო იქნება როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782801922

ახალი ამბები

პრემიერი - ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით

„ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნებ...

ირაკლი კობახიძე

1782801582

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა....

პრემიერ-მინისტრი

1782801024

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით, ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში

„ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1782801018

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან

„ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვ...

ირაკლი კობახიძე

1782800818

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის

„რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე