შალვა პაპუაშვილი: უფრო სტაბილური სამეზობლო პაბსეკში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია, იმედის მომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი

„დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა. მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მისივე თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.

„უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.

მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის - უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის - განხორციელების ხელშეწყობა“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782803824

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკი, დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი თუ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინაში პროქსი-ომი მიმდინარეობს - ეს ის მოცემულობაა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს პროქსი ომად აფასებენ არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ამ...

გურამ მაჭარაშვილი

1782802874

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავ...

საგამოძიებო სამსახური

1782802754

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის

„ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც ყაზა...

მარიამ ქვრივიშვილი

1782802410

მსოფლიო

ჩინელ მილიარდერს აშშ-ში 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჩინელ ბიზნესმენს, მილიარდერს გო ვენგუის აშშ-ში 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალი თაღლითობისთვის წაუყენეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ბიზნესმენს 889 მლ...

ჩინელ მილიარდერს

1782801922

ახალი ამბები

პრემიერი - ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით

„ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნებ...

ირაკლი კობახიძე