საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
კიდევ ერთი პირი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გააგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1782801922
ახალი ამბებიპრემიერი - ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით
„ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნებ...
1782801582
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა....
1782801024
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით, ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში
„ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1782801018
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან
„ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვ...
1782800818
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
„რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...































