გურამ მაჭარაშვილი: მთელი ოთხი წელი უცხოელი აქტორები გვაძალებდნენ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან — ახლა რას ეუბნებიან მოსახლეობას, რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია?

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში "დებატები რუსთავი2"-ზე განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები პრაგმატული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და უკრაინის მაგალითს უპირისპირებდნენ.

მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ფრთხილი კურსი მიზანმიმართულად იყო გაკრიტიკებული, თუმცა დღეს მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკა სწორი იყო.

დეპუტატმა კითხვები დაუსვა დებატებში მონაწილე, ნიკა ობოლაძეს.

„მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია, ევროპარლამენტარები, ევრობიუროკრატია, ასევე ადგილობრივი „ნაცმოძრაობისა“ და ენჯეო სექტორის წარმომადგენლები გვიწუნებდნენ პრაგმატულ და ფრთხილ პოლიტიკას და ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში უკეთესი მდგომარეობა იყო. ამერიკის მაშინდელი ელჩი პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ უნდა მოვქცეულიყავით ისე, როგორც უკრაინა, და აცხადებდა, რომ უკრაინაში მეტი დემოკრატიაა, ვიდრე საქართველოში. თითქოს უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიანიჭეს, რომ ისინი ასრულებდნენ ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველო კი — არა.

ოთხი წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ისმოდა, რომ უკრაინა ყველა პარამეტრით უსწრებდა საქართველოს. დღეს კი ვხედავთ რეალურ სურათს: უკრაინაში, სამწუხაროდ, ასი ათასობით ადამიანია დაღუპული, ეკონომიკა დანგრეულია და მომავალი ბუნდოვანია. რას ეუბნებით საქართველოს მოსახლეობას — რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველო?“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატის კითხვაზე ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვას არავინ აიძულებდა. მისი თქმით, მაგალითად სომხეთმა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო ბაზა აქვს, შეძლო ურთიერთობების დალაგება და ომში არ ჩართულა. ამიტომ იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განცხადებას, თითქოს ვინმე საქართველოს ომში ჩართვას აიძულებდა. მისი აზრით, საქართველოც შეძლებდა ბალანსის დაცვას კონფლიქტში ჩართვის გარეშე.

„სიმართლე სიმართლეა ყველგან და ყოველთვის, და სწორედ ეს პოლიტიკა გამოგვარჩევს ჩვენ, „ხალხის ძალას“. თუ ასეა და ჩვენ სწორი პოლიტიკით მივდიოდით, ოთხი წლის განმავლობაში რატომ გვიწუნებდნენ ამას? აღმოჩნდა, რომ სწორ პოლიტიკას ვაწარმოებდით.

ქალბატონი ფარკასი (ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორია) გვეუბნებოდა: „მერე რა, თუ რუსეთი თქვენთან ომს დაიწყებს — 10-დან 20 ათასამდე ადამიანი დაგეღუპებათო“. მსგავსი მაგალითები კიდევ ბევრია. ჩვენ ქვეყანა აღარ გვექნებოდა — და მერე რა პოლიტიკა უნდა გვეწარმოებინა?

მთელი ოთხი წლის განმავლობაში გვაძალებდნენ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან და მათთან კომუნიკაციის შეზღუდვას. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან. დღეს კი გამოვიდნენ გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი და თქვეს, რომ რუსეთი ევროპაა და მასთან უნდა ილაპარაკონ — არა მხოლოდ ილაპარაკონ, არამედ მასთან ერთად უსაფრთხოების არქიტექტურაც უნდა შექმნან. ტყუილს ხომ არ ვამბობ? მათ სიტყვებს ვიმეორებ.

ჩვენ ვიცით და ვაღიარებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას საქართველოში და ასევე იბრძვის უკრაინაში. თუ მართლაც რუსეთთან ერთად უსაფრთხოების არქიტექტურა შეიქმნა, რა სტატუსი ექნება იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც საქართველოში დგას და უკრაინაში იბრძვის?“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771312734

ახალი ამბები

პროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა. როგორც გიორ...

ნიკო კვარაცხელია

1771312426

ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ - ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუ...

კახა კალაძე

1771311778

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზა...

ნარკოტიკი ამოიღო

1771311160

ახალი ამბები

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1992 წელს დაბადებული ა.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიე...

დაკავება

1771310348

ახალი ამბები

კირცხალია: გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ, გვახსოვს კოჰაბიტაცია, რომელიც შეიძლება არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით რა ძალებთან გვქონდა საქმე, სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ

„გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. ჩვენ გვახსოვს კოჰაბიტაცია, შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიანაც არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით ვისთან და რა ძალებთან გვქონდა საქმე და რამდენი...

ირაკლი კირცხალია