გურამ ნიკოლაშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციაზე: წყნარად, მშვიდ გარემოში უნდა მივყვეთ პროცესის მსვლელობას, დავაკვირდეთ ყოველ შემდგომ ეტაპს, თუ როგორ განვითარდება პროექტი და როგორც კი რაიმე არმოსაწონს აღმოვაჩენთ, გვქონდეს რეაქცია
„მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ადეკვატური დისკუსია და სწორ კითხვებს ვუპასუხოთ“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყურადღებით ადევნებს თვალს „თბილისის მდინარისპირის“ პროექტის შესახებ გამოხმაურებებს და მათზე სათანადო პასუხების გაცემას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„მადლობა ნუკრი შოშიაშვილს გამოხმაურებისთვის და გუშინდელი დებატის შეფასებისთვის. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ადეკვატური დისკუსია და სწორ კითხვებს ვუპასუხოთ. ყურადღებით ვადევნებ თვალს „თბილისის მდინარისპირის“ (ასე შეიძლება ითარგმნოს Tbilisi Waterfront) პროექტის შესახებ გამოხმაურებებს, იმ კითხვებს, რაც მოქალაქეებს უჩნდებათ ხელოვნური და ქსენოფობიური, პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული აჟიოტაჟის მიღმა. მნიშვნელოვანია მათზე სათანადო პასუხების გაცემა. მივყვეთ რიგრიგობით:
კითხვა #1 - საქართველოს მთავრობასა და ბატონი ალაბარის კომპანიებს შორის პროექტის ერთობლივად შესრულების შესახებ ხელშეკრულებებს რატომ აქვს მინიჭებული კომერციული საიდუმლოების სტატუსი?
ფაქტობრივი გარემოებები - საქართველოს მთავრობის განკარგულებით (2025 წლის 22 ოქტომბერი) ეკონომიკის მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება ხელი მოაწეროს ორ დოკუმენტს, საინვესტიციო ხელშეკრულებასა და აქციონერთა შეთანხმებას. განკარგულებიდან ვიგებთ, რომ ხელმოწერისთანავე საქართველოს სახელმწიფო ხდება საქართველოში დაფუძნებული შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ 33.33%-ის მფლობელი და ამ წილის მმართველი იქნება ეკონომიკის სამინისტრო. დანარჩენი წილის მფლობელი კი იქნება ბატონი ალაბარი მის მიერ წარმოდგენილი, ინვესტორი და ინვესტიციის დამზღვევი კომპანიებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ორივე ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა კომერციული საიდუმლოების შემცველად.
რატომ?
ისევ ფაქტობრივი გარემოებები - Eagle Hills-ის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ ინფორმაციას იმ მიმდინარე პროექტების შესახებ, რომელსაც ემირატების კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმართავს (https://eaglehills.com/our-projects/) - ალბანეთი, ბაჰრეინი, ხორვატია, საქართველო, ეთიოპია, იორდანია, ლატვია, მაროკო, ომანი, სერბეთი და საკუთრივ საამიროები.
თითოეული ეს პროექტი, მის ფარგლებში ჩადებული ინვესტიცია, თითოეული დასახელებული სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობისაა და თითოეულმა მათგანმა ბევრი იმუშავა, რათა ამგვარი სახელის, ბრენდის და მნიშვნელობის ინვესტორი მის ქვეყანაში მოეზიდა. თითოეულ ამ ქვეყანაში, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ჩართულობით, დაიდო შესაბამისი ხელშეკრულებები, სახელმწიფოს ან/და კერძო კომპანიების მონაწილეობით. არცერთ ქვეყანაში, ზოგადი პირობების და შეთანხმების ჩარჩოს მიღმა კომერციული დეტალები ღიად გამოტანილი არ არის და კონფიდენციალურია.
რატომ?
იმისათვის, რომ კომპანიამ ქვეყნებთან მოლაპარაკებისას კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს - შეთანხმებები ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღწევა. თითოეული მხარე ცდილობს საკუთარი ინტერესების უკეთ დაცვას და მეტი ბენეფიტის მიღებას. საქართველოს სახელმწიფომ, ცხადია თავისი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა და მაქსიმალური შესაძლებლობის რეალიზებით სასურველ და მოგებიან პირობებს მიაღწია.
ცხადია მესმის, რომ საქართველოში ცხოვრობენ მოქალაქეები, რომელთაც ხელისუფლების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ. არიან ისეთებიც, რომლებიც პირიქით, ამ სკეფსისს აღვივებენ და მასზე პოლიტიკურ დღის წესრიგს აშენებენ. თუმცა, როგორც არაერთხელ გამოვლინდა, მოსახლეობის უმრავლესობას არსებული ხელისუფლების მიმართ სრული ნდობა გააჩნია და მისგან ინფორმაციას სწორედ ამგვარი განწყობით იღებს. მაგალითად, (რბილად რომ ვთქვათ) სკეპტიკოსია ბატონი რომან გოცირიძე, რომელიც (მიუხედავად მისი ცოდნისა) ითხოვს კონფიდენციალურობის გამჟღავნებას და ხელისუფლებისგან მიუღებელ ქცევას. ყველა სხვა სახელმწიფო თურმე თავის ინტერესებზე ზრუნავს, იცავს, კარგები არიან, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა ცუდი, ბოროტი და ინტერესების საზიანო, მიიჩნევენ ისინი. ამ ეტაპზე, ბატონი რომანი გულდასმით სწავლობს Eagle Hills-ის სხვა ქვეყნების პროექტებს და იქ გაფორმებული ხელშეკრულებების მოპოვებას ცდილობს, თუმცა ცხადია ამაოდ.
აქედან იბადება მორიგი კითხვა, როგორ გავიგოთ ჩვენ, უბრალო მოქალაქეებმა, რა და როგორ გაკეთდება?
პასუხი - ამის გასაგებად წყნარად, მშვიდ გარემოში უნდა მივყვეთ პროცესის მსვლელობას, დავაკვირდეთ ყოველ შემდგომ ეტაპს, თუ როგორ განვითარდება პროექტი და როგორც კი რაიმე არმოსაწონს აღმოვაჩენთ, გვქონდეს რეაქცია.რა არის ეს ეტაპები?საინვესტიციო შეთანხმების და აქციონერთა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამჯერად უკვე ქართული კომპანია „იგლ ჰილს“ საქართველო დაიწყებს იმგვარ ტექნიკურ დოკუმენტებზე მუშაობას, როგორიცაა გრზ, გზშ, გრგ და აშ. ეს დოკუმენტები გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის სააგენტოს დასამტკიცებლად და მისი ხილვა ყველას შეეძლება. საჯაროა. საკუთრივ მშენებლობის დასაწყებად კი ქართულ კომპანიას სამშენებლო ნებართვების აღება მუნიციპალიტეტებიდან დასჭირდება, რაც, ასევე, ღია და საჯარო დოკუმენტაციის წარდგენას გულისხმობს. ნებისმიერ სკეპტიკოსს ა შეეძლება ჩაერთოს საჯარო განხილვაში, გამოთქვას თავისი აზრი და ასე შემდეგ. ეს და კიდევ არაერთი ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლების მიერ მოპოვებულ და რეალიზებულ საჯარო სიკეთეზე ქმედითი სამოქალაქო კონტროლი განხორციელდეს, დემოკრატიული სახელმწიფოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.სხვა საკითხებზე, კომენტარებზე და შიშებზე გაგრძელება იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ ტექსტის ქვემორეც არაერთ საქმიან კომენტარს მივიღებთ.
წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ ღია წყაროების ლოგიკურად დაწყობილი მიგნებებითაა შედგენილი. აქვე გთავაზობთ, პროექტთან დაკავშირებით სამინისტროს მცირე კომენტარსაც: „Eagle Hills“-თან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობის პირობები სრულად კომერციულ ბაზისზეა დაფუძნებული. მათ შორის ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს პროექტთან მიმართებით არ აუღია რაიმე ტიპის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია რაიმე ტიპის ფინანსური გარანტია და არ დაუწესებია გამორჩეული რეჟიმი, რომელიც პროექტს სხვა რაიმე ტიპის უპირატესობას მიანიჭებდა. სახელმწიფო უზრუნველყოფს პროექტისთვის სამშენებლო მიწის კონტრიბუციას (რაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულებას და კომერციული პირობების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს), რის სანაცვლოდაც ვიღებთ კომპანიის 33.33%-იან წილს, რაც გულისხმობს პარტნიორობასა და მოგების პროპორციულ განაწილებას. ამასთან, „Eagle Hills“ სრულად და ერთპიროვნულად უზრუნველყოფს პროექტის ყველა ეტაპის დაფინანსებას“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.
1762524703
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გილოცავთ ერეკლეობას, თითოეულ ქართველს ვუსურვებ ერეკლეს სიბრძნეს, მის სიმამაცეს. დიდება ერეკლე მეფეს, ჩვენი მტრების ავ მუსაიფს! ჩვენს ხმალს, ჩვენს ფარს და ჩვენს ღირსებას!
თელავში მეფე ერეკლე მეორის 305 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „გილოცავთ ერეკ...
1762524067
საზოგადოებაპროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიე...
1762523672
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ანალოგიური კანონი მიიღოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე - ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ესაა ანტიევროპული დამოკიდებულება
დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ...
1762522547
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში „ერეკლეობას“ შვილებთან ერთად იმყოფებოდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავში „ერეკლეობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახ...
1762521953
ახალი ამბებისამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს - დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს...


























