მიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ანალოგიური კანონი მიიღოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე - ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ესაა ანტიევროპული დამოკიდებულება

დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი პარლამენტარი, ელჩი პირდაპირ რომ გაიძულებს, კანონი არც კი განიხილო, სწორედ ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება.

„ჩვენ არ შეგვიცვლია არც აზრი, არც დამოკიდებულება, თუ რისთვის ვიღებდით ამ კანონს და ფაქტებით მინდა გიპასუხოთ, რომ გამოჩნდა კიდეც, ეს თქვენი დეზინფორმაცია - რუსული, რუსულმა, რუსულს და ასე შემდეგ, გრძელდება და უკვე მილევადია, სასაცილო გახდა თქვენი ეს დამოკიდებულება რუსულთან მიმართებაში. ჩვენი საზოგადოება მეტს იმსახურებს, მეტ ახსნა განმარტებას და არა რუსული. ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენზია როდესაც გაქვს, გაქვს პრეტენზიაც, რომ კითხვის დასმა შეგეძლოს. კანონის განხილვას რომ გიშლის რიგი ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაიძულებენ არც კი განიხილო, ზუსტად ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება, იმიტომ, რომ კანონს, რომელსაც პარლამენტის წევრი აინიცირებს პირველ რიგში უნდა იყოს განხილვადი და თუ რამე არ მოგწონს, რომელიმე მუხლი არ მოგწონს, მიუღებელია, ამაზე უნდა გქონდეს პრეტენზია და არა მთლიანად კანონზე. ვერავინ ვერ დაარქმევს ამას რუსულს და ანტიევროპულს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762524067

საზოგადოება

პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიე...

პროკურატურა

1762522547

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში „ერეკლეობას“ შვილებთან ერთად იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავში „ერეკლეობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახ...

მიხეილ ყაველაშვილი

1762521953

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს - დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს...

შსს

1762520907

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1762520736

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა

პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა...

მაკა ბოჭორიშვილ