შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ ერეკლეობას, თითოეულ ქართველს ვუსურვებ ერეკლეს სიბრძნეს, მის სიმამაცეს. დიდება ერეკლე მეფეს, ჩვენი მტრების ავ მუსაიფს! ჩვენს ხმალს, ჩვენს ფარს და ჩვენს ღირსებას!

თელავში მეფე ერეკლე მეორის 305 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„გილოცავთ ერეკლეობას, იმ მეფის ხსენებას, რომელიც მეფობდა არამხოლოდ გვირგვინით, არამედ - გულით. 300 წლის წინ გაყოფილი, დაქუცმაცებული, ომისგან დაქანცული საქართველო სწორედ ერეკლე მეფის გონიერებამ და სიმამაცემ გააერთიანა. შეიძლება სრულად ვერ გააერთიანა, მაგრამ სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული მე-18 საუკუნეში ყველა იმ ქარტეხილის გამოვლა, რომელიც ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას მოუწია. ეს ის პერიოდია, როდესაც იცვლება სამყარო, რევოლუციები და სახელმწიფოების მოდერნიზაცია იწყება, იმპერიების ზენიტია. ამ დროს, მეფე ერეკლეს მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი სარწმუნოების გადარჩენა იყო. დღევანდელ ეპოქასაც ბევრი საერთო აქვს იმ დროსთან, დღესაც ვხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს და დღესაც გვჭირდება იგივე სიბრძნე, იგივე სიმამაცე, რომ

გადავრჩეთ. სწორედ ამიტომ, თითოეულ ქართველს ვუსურვებ ერეკლეს სიბრძნეს, ერეკლეს სიმამაცეს, ერეკლეს მარჯვენას, რადგან დღესაც ეს არის საჭირო. დიდება ერეკლე მეფეს, ჩვენი მტრების ავ მუსაიფს, ჩვენს ხმალს, ჩვენს ფარს და ჩვენს ღირსებას!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762525327

საზოგადოება

სოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია - ეს დღე დარჩა იმ დღედ, რომელმაც ის პოლიტიკურ სამარეში გაისტუმრა

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ 18 წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია. „არის თარიღები, რომლ...

სოზარ სუბარი

1762524067

საზოგადოება

პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიე...

პროკურატურა

1762523672

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ანალოგიური კანონი მიიღოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე - ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ესაა ანტიევროპული დამოკიდებულება

დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ...

მიხეილ ყაველაშვილი

1762522547

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში „ერეკლეობას“ შვილებთან ერთად იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავში „ერეკლეობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახ...

მიხეილ ყაველაშვილი

1762521953

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს - დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს...

შსს