საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში „ერეკლეობას“ შვილებთან ერთად იმყოფებოდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავში „ერეკლეობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრადიციულ დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა თელავის მთავარ მოედანზე მოწყობილი საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა და ადგილობრივ დამთვალიერებლებსა დაქალაქის სტუმრებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მეფე ერეკლე არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი.
„მეფე ერეკლე არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი, როგორი უნდა იყოს საქართველოს გმირი, როგორი უნდა იყოს მებრძოლი, რეფორმატორი და პატრიოტი. იმ მძიმე ჟამის დროს მან მაქსიმუმი გაიღო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო გადარჩენილიყო. არ შეიძლება ამ ღვაწლის დავიწყება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვინც მეფე ერეკლეს განსჯის, განიკითხავს და ადანაშაულებს ის საქართველოს მტერია.
„ვინც მეფე ერეკლეს განსჯის, განიკითხავს და ადანაშაულებს, გინდა ქვეყნის შიგნით და გინდა ქვეყნის გარეთ, ის არის საქართველოს მტერი. უნდა ვიცოდეთ, რომ მეფე ერეკლე არის ჩვენთვის ძვირფასი მეფე და ადამიანი. მინდა ქედი მოვიხარო მისი ღვაწლის, გმირობის, თავდადების წინაშე. გილოცავთ დღევანდელ დღეს, უმრავლოს საქართველოს მეფე ერეკლესნაირი ადამიანებები“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საპატიო თელაველების დაჯილდოების ცერემონია.
„ერეკლეობის“ ტრადიციულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარ მოედანზე საგამოფენო სივრცეები და პავილიონები მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, ღვინის კუთხე, ხელაკეთი ნივთები, ასევე საბავშვო გასართობი სივრცეები. ადგილობრივი დამთვალიერებლებისა და ქალაქის სტუმრებისთვის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღის ბოლოს კი "ერეკლეობის" მრავალფეროვანი ღონისძიებათა პროგრამა გალა კონცერტით დასრულდება.
1762524067
საზოგადოებაპროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიე...
1762523672
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ანალოგიური კანონი მიიღოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე - ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ესაა ანტიევროპული დამოკიდებულება
დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ...
1762521953
ახალი ამბებისამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს - დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს...
1762520907
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1762520736
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა
პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა...



























