მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა.
შეხვედრაზე, ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც პრეპარატ „ნოვორაპიდით“ მკურნალობა, ამ ეტაპზე, გაგრძელდება მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული ინსულინით „აპიდრა“.
მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ. ენდოკრინოლოგების განცხადებით, „ნოვორაპიდიცა“ და „აპიდრაც“, მაღალი ხარისხის მედიკამენტებია და ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლა, პაციენტებისთვის, ექიმების აქტიური ზედამხედველობის შემთხვევაში, უმტკივნეულო და უსაფრთხო იქნება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მედიკამენტი „აპიდრა“ საქართველოში ხელმისაწვდომია და მიწოდების კუთხით, არანაირი შეფერხება არ არის მოსალოდნელი.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, გრძელდება მოლაპარაკებები, რომ „ნოვორაპიდის“ მწარმოებელმა კომპანია Novo Nordisk-მა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და მედიკამენტით უზრუნველყოფა უახლოეს პერიოდში შეძლოს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ირმა ზავრადაშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
1762525327
საზოგადოებასოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია - ეს დღე დარჩა იმ დღედ, რომელმაც ის პოლიტიკურ სამარეში გაისტუმრა
„ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ 18 წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია. „არის თარიღები, რომლ...
1762524703
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გილოცავთ ერეკლეობას, თითოეულ ქართველს ვუსურვებ ერეკლეს სიბრძნეს, მის სიმამაცეს. დიდება ერეკლე მეფეს, ჩვენი მტრების ავ მუსაიფს! ჩვენს ხმალს, ჩვენს ფარს და ჩვენს ღირსებას!
თელავში მეფე ერეკლე მეორის 305 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „გილოცავთ ერეკ...
1762524067
საზოგადოებაპროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიე...
1762523672
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ანალოგიური კანონი მიიღოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე - ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ესაა ანტიევროპული დამოკიდებულება
დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ...
1762522547
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში „ერეკლეობას“ შვილებთან ერთად იმყოფებოდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავში „ერეკლეობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახ...


























