ირაკლი ჭეიშვილი: ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა - რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აღარასდროს განმეორდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა შეაფასა. როგორც მან განმარტა, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელწერა და პროცესი მათ მიერ არის ორკესტრირებული.
„2022 წლიდან, ჩვენთან რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელი. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ვერანაირი სანქცია ვერ დაამარცხებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას, ვერანაირი სანქცია გათიშავს ვერც „იმედს“, ვერც „პოსტივის“ და ვერცერთ დამოუკიდებელ არხს. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა. რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ის ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს განმეორდება“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.
1772287724
ახალი ამბებითვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა
ავიაკომპანია Air Arabia-ს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა. Flightradar24-ის ცნობით, თბილისიდან აფრენის შემდეგ თვითმ...
1772285763
ახალი ამბებისამხარაძე: უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს! „დიფ სთეითს“ აწყობს ერების განადგურება - წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია!
ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული სიტუაციაა მსოფლიოში. დამიჯერეთ, ქართველებო, ჩვენი მეგობარი იქნება თუ პარტნიორი, ყველა საკუთარი თავისთვის იქნება ჩვენს მიმართ...
1772283505
მსოფლიორუსეთის საგარეო უწყება ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებზე: მოვითხოვთ, სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები და მოითხოვა, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას. ამასთან...
1772281215
ახალი ამბებისხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანიის ფონზე მრავალი ქვეყნის ავიაკომპანიამ ახლო აღმოსავლეთში ფრენები გააუქმა. ასე, მაგალითად, Lufthansa-მ გააუქმა ავიარეისები თელ-ავივ...
1772279881
მსოფლიოფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ირანში არსებულ ვითარებას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა. „ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ რეგიონში ჩვენს...































