აბას არაღჩი: რამდენადაც მე ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი ცოცხალია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა სეიედ ალი ხამენეი ცოცხალია.

„თითქმის ყველა მაღალჩინოსანი უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და ცოცხალია. შესაძლოა, ერთი, ან ორი მეთაური დავკარგოთ, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის“, - განაცხადა არაღჩიმ თეირანიდან პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ამასთან, არაღჩიმ აღნიშნა, რომ ესაუბრა სპარსეთის ყურეში მყოფ „კოლეგებს“, რათა მათთვის ეთქვა, რომ ირანს მათზე თავდასხმის განზრახვა არ ჰქონდა, არამედ თავდაცვის მიზნით აშშ-ის ბაზებს დაარტყა.

არაღჩიმ გააკრიტიკა აშშ ირანთან მოლაპარაკებებში ჩართვისა და შემდეგ თავდასხმის დაწყების გამო. ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ჟენევაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 26 თებერვალს დაასრულეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი დაინტერესებულია დეესკალაციით. „ამჟამად კომუნიკაცია არ გვაქვს, მაგრამ თუ ამერიკას ჩვენთან საუბარი სურს, მათ იციან, როგორ შეუძლიათ ჩემთან დაკავშირება“, - დასძინა არაღჩიმ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772287724

ახალი ამბები

თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა

ავიაკომპანია Air Arabia-ს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა. Flightradar24-ის ცნობით, თბილისიდან აფრენის შემდეგ თვითმ...

თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა

1772285763

ახალი ამბები

სამხარაძე: უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს! „დიფ სთეითს“ აწყობს ერების განადგურება - წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია!

ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული სიტუაციაა მსოფლიოში. დამიჯერეთ, ქართველებო, ჩვენი მეგობარი იქნება თუ პარტნიორი, ყველა საკუთარი თავისთვის იქნება ჩვენს მიმართ...

დიმიტრი სამხარაძე

1772283505

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებზე: მოვითხოვთ, სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები და მოითხოვა, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას. ამასთან...

რუსეთის საგარეო უწყება

1772281215

ახალი ამბები

სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

 ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანიის ფონზე მრავალი ქვეყნის ავიაკომპანიამ ახლო აღმოსავლეთში ფრენები გააუქმა. ასე, მაგალითად, Lufthansa-მ გააუქმა ავიარეისები თელ-ავივ...

თვითმფრინავი

1772279881

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ირანში არსებულ ვითარებას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა. „ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ რეგიონში ჩვენს...

ურსულა ფონ დერ ლაიენი