საგარეო უწყება: ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთში დეესკალაციის მისაღწევად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
1772290947
ახალი ამბებიზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე...
1772288951
მსოფლიოისრაელის ოფიციალური პირის თქმით, ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ - იერიშის შედეგები ამჟამად უცნობია
ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, 28 თებერვლის დილას ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე ქვეყნის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი იყვნენ. ოფიციალური პირის თქმით, დარტყმ...
1772287724
ახალი ამბებითვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა
ავიაკომპანია Air Arabia-ს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა. Flightradar24-ის ცნობით, თბილისიდან აფრენის შემდეგ თვითმ...
1772285763
ახალი ამბებისამხარაძე: უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს! „დიფ სთეითს“ აწყობს ერების განადგურება - წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია!
ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული სიტუაციაა მსოფლიოში. დამიჯერეთ, ქართველებო, ჩვენი მეგობარი იქნება თუ პარტნიორი, ყველა საკუთარი თავისთვის იქნება ჩვენს მიმართ...
1772283505
მსოფლიორუსეთის საგარეო უწყება ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებზე: მოვითხოვთ, სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები და მოითხოვა, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას. ამასთან...































