თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპი ირანზე დარტყმებს მარ-ა-ლაგოდან აკვირდებოდა და ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს მთელი ღამის განმავლობაში მარ-ა-ლაგოდან აკვირდებოდა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს მართავდა, როდესაც ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ტრამპი ასევე ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, როდესაც საჰაერო დარტყმები მიმდინარეობდა.
„პრეზიდენტი ტრამპი მთელი ღამის განმავლობაში მარ-ა-ლაგოდან თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებთან ერთად აკვირდებოდა სიტუაციას. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა“, - წერს ლევიტი X-ზე.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, დარტყმების განხორციელებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კონგრესის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. რუბიომ „რვაკაციანი ჯგუფის ყველა წევრს დაურეკა კონგრესისთვის შეტყობინების მისაწოდებლად და მან რვა წევრიდან შვიდთან დაკავშირება და ინსტრუქტაჟის ჩატარება შეძლო“, - აღნიშნა მან.
„პრეზიდენტი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებენ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს“, - დასძინა ლევიტმა.
1772292316
მსოფლიოისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა
ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. ამის შესახებ nexta live ისრაელის მედიაზე დაყრდნობით წერს. თუ ინფორმაცია დადასტურდა, ნავთობის ფასები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც გლობალურ ეკონომიკას უზარმაზარ დარტყმა...
1772290947
ახალი ამბებიზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე...
1772288951
მსოფლიოისრაელის ოფიციალური პირის თქმით, ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ - იერიშის შედეგები ამჟამად უცნობია
ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, 28 თებერვლის დილას ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე ქვეყნის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი იყვნენ. ოფიციალური პირის თქმით, დარტყმ...
1772287724
ახალი ამბებითვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა
ავიაკომპანია Air Arabia-ს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა. Flightradar24-ის ცნობით, თბილისიდან აფრენის შემდეგ თვითმ...
1772285763
ახალი ამბებისამხარაძე: უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს! „დიფ სთეითს“ აწყობს ერების განადგურება - წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია!
ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული სიტუაციაა მსოფლიოში. დამიჯერეთ, ქართველებო, ჩვენი მეგობარი იქნება თუ პარტნიორი, ყველა საკუთარი თავისთვის იქნება ჩვენს მიმართ...































