ირაკლი კირცხალია: ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ემსახურება კიდევ უფრო ეფექტიან ბრძოლას და კონტროლს კორუფციასთან მიმართებით

„ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვის შესახებ ინიციატივა ემსახურება კიდევ უფრო ეფექტიან ბრძოლას და კონტროლს კორუფციასთან მიმართებით, ამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა ექნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა მისი არჩევის დღიდან პრიორიტეტად დასახა კორუფციასთან ბრძოლა.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თავისი არჩევის დღეს წარადგინა პროგრამა, დასახა პრიორიტეტები. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი იყო კორუფციასთან ბრძოლა. საზოგადოებისთვის ახალი არ არის ჩვენი ამბიცია, რომ რეალურად ჩვენი ქვეყანა მსოფლიო სამეულში იყოს კორუფციის ნაკლებობით. ყველამ კარგად ვიცით, რომ დღევანდელ მსოფლიოში ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა კორუფცია, ასე, რომ თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, მათ შორის ეს ინიციატივაც, რომელიც ემსახურება კიდევ უფრო ეფექტიან ბრძოლას და კონტროლს კორუფციასთან მიმართებით, ექნება სრული მხარდაჭერა. ეს ინიციატივა მოიცავს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს. უმრავლესობის სახელით, მინდა ვთქვა, რომ სრული მხარდაჭერა ექნება საკანონმდებლო ორგანოდან ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება მიმართული იმ გაცხადებული მიზნისკენ, იმ პრიორიტეტისკენ, რომელიც აქვს პრემიერ-მინისტრს და ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761927268

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია: მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის ეს შეთავაზება მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს

„ნამდვილად ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვათ, თითქოს თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი, ან არ არის სინათლის ქალაქი, მიუღებელია ასე საუბარი. ასევე მიუღებელია თქვენი ქსენოფობიის ზღვარზე გავლილი განცხ...

ბექა ოდიშარია

1761926121

სპორტი

მათე გოგობერიშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე თურქი იუნუს ემრე უსუნბო...

მათე გოგობერიშვილი

1761924100

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: 10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე

10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ა...

ლევან ჟორჟოლიანი

1761922478

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვე...

კონსტანტინე ზარნაძე

1761921508

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7139 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ბიზნესი