ირაკლი კირცხალია: ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით

ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში, აგენტურული ქსელი, დამერწმუნეთ, არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის სამშობლოს აღქმა რთულია.

„დაგეთანხმებით, რომ პირველად არ მოგვისმენია ე.წ. ოპოზიციისგან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის კრიტიკა. ე.წ. აუცილებლად უნდა დავამატოთ ამ ძალებს, ამ აგენტურას. ყოველთვის ვამბობდით და ეს ასეა, ფაქტებით დასტურდება უკვე და აქ ასახსნელი არაფერია საზოგადოებისთვის. მათი ქმედებებიდან გამომდინარე, რომ ისინი მოქმედებენ არა თავისი დღის წესრიგით, არამედ ისინი მოქმედებენ იმ დღის წესრიგით, რომელიც მათ მოსდით სხვადასხვა არარჩეული ბიუროკრატიისგან, თუნდაც შეიძლება კონკრეტული ჯგუფებიდან, განსაკუთრებით ბრიუსელიდან და იმ ე.წ. პოლიტელიტისგან, რომელიც ბატონი ტრამპის მიერ წოდებული „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან. ასე რომ, არახალია ეს ყველაფერი ჩვენთვის. დღეს შეიძლება ვინმე გააკრიტიკონ, შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ ყველას. კარგად გვახსოვს მათი ერთ-ერთი სულიერი ლიდერი, ბატონი გვარამია და ერთ-ერთი ავტორი პოლარიზაციისა, როგორც სატელევიზიო სივრცეში, ისე საზოგადოებაში, თუ იმ თანამდებობიდან, რა თანამდებობასაც იკავებდა იმ ე.წ. პარტიულ და აგენტურულ ტელევიზიაში, რომელიც დღეს, მე მგონი, მხოლოდ სოციალურ პლატფორმაზე ფუნქციონირებს, მაგრამ ჰყავს თავის მემკვიდრეები სატელევიზიო სივრცეში, იქიდან როგორ სიძულვილს და ზიზღს და ბულინგის ენას ანთხევდნენ და ავრცელებდნენ წინა საარჩევნოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, წინა მისი პრეზიდენტობის დროს, შემდეგ ახლა ვნახეთ რამდენჯერმე შეცვლილი რიტორიკა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, როგორც პასუხის დასაწყისში განვაცხადე, უნდა გვახსოვდეს ერთი, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიტიკურად, ამას ხაზს გავუსვამ, ის აგენტურული ქსელი, დამერწმუნეთ, არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით. რატომ ვუწოდებ ამათ, ყველას კარგად გვახსოვს, განსაკუთრებით ზურა გირჩი ჯაფარიძისგან, როდესაც მის სახელ და გვარს გავიგებ პირადად მე ნებისმიერ პოლიტიკურ კონტექსტში, ან გაიგებს, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, გაიხსენებს მის პერფორმანსს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, თავის მომხრეებთან ერთად და თავის პარტაქტივთან ერთად, თუ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა თავისივე ქვეყანას. ხომ ვიძახით, რომ რთულია სამშობლოს აღქმა მათთვის, იმ ქვეყანას, რომლის პასპორტის მფლობელიც გახლავთ ბატონი ზურა გირჩი ჯაფარიძე. ასე რომ, ყოველთვის ამ ადამიანის სახელის და გვარის ხსენებისას მე მახსენდება და, ალბათ, ყველას უნდა გვახსოვდეს, თუ რაზეა წამსვლელი ეს ადამიანი, თუ როგორ შეუძლია მას შეურაცხყოფა მიაყენოს იმ დაღუპულ გმირებს საოკუპაციო ხაზთან. რაც მან იკადრა, ეს ცხოვრების ბოლომდე მის პოლიტიკურ და არამხოლოდ პოლიტიკურ მომავალზე, თუ აწმყოზე მეტყველებს და იმეტყველებს ყოველთვის“, - განაცხადა კირცხალიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779722090

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს

„კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის კ...

ეკა სეფაშვილი

1779718987

ახალი ამბები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილე...

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე

1779718582

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: კარგად კოორდინირებული, გლობალურ დონეზე დაგეგმილი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ, რადიკალებს მცდელობები აქვთ, რომ საქართველოს მიმართ გამოიწვიონ აგრესია, ამ შემთხვევაში - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადა...

ეკა სეფაშვილი

1779717276

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ

4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 26 მ...

გია ვოლსკი

1779716449

ახალი ამბები

ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თ...

გია ვოლსკი