ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე: არახალია, რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს
„ჰადსონის ინსტიტუტის“ ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვია!, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე, რომელშიც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
მისი თქმით, ზოგი ე.წ. პოლიტიკანისთვის ძალაუფლების დაბრუნების სურვილი ისეთი დიდია, რომ საქართველოს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ წარმოჩენასაც არ ერიდება!
„გიორგი კანდელაკი, ანუ ფილიპე მახარაძის სულიერი შვილი, სოროსის ფონდის წარჩინებული აღზრდილი, დედა ეკლესიის ღია და დაუძინებელი მტერი ამერიკაში საუბრობდა იმაზე, თითქოს საქართველო ტერორისტული ქსელებისა და ირანთან დაკავშირებული ჯგუფების პლაცდარმად იქცა! მან იქვე ძალიან პროვოკაციული შეფასება მისცა ყოველივე ამას და თქვა, რომ „ეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიდის!“
არახალია, რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს!
ზოგი ე.წ. პოლიტიკანისთვის ძალაუფლების დაბრუნების სურვილი ისეთი დიდია, რომ საქართველოს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ წარმოჩენასაც არ ერიდება!
ვიმედოვნებ, აწი სუსში რომ დაიბარებენ, იქიდან ხელბორკილების გარეშე არ გამოუშვებენ… მოღალატის და ქვეყნის გამყიდველის ადგილი ციხეა! #კანდელაკი #მოღალატე #გამყიდველი“, - წერს სადღობელაშვილი.
1779725556
ახალი ამბებიქართველიშვილი: ხატია დეკანოიძე არის ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დათმო, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გამხდარიყო, ეს მოღალატე, საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეობის დამთმობი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას ეხმიანება, რომლითაც ის ქართველ ხალხს მორალს უკითხავ...
1779722189
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ხვალ ყველა რეგიონსა და ქალაქშია დაგეგმილი ღონისძიებები, დარწმუნებულები ვართ, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას ეკადრება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და მოქალაქეებს...
1779722090
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს
„კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის კ...
1779718987
ახალი ამბებიქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილე...
1779718582
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: კარგად კოორდინირებული, გლობალურ დონეზე დაგეგმილი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ, რადიკალებს მცდელობები აქვთ, რომ საქართველოს მიმართ გამოიწვიონ აგრესია, ამ შემთხვევაში - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადა...































