ირაკლი კირცხალია: გუშინ განცხადება გავაკეთე, რომ გახარიას ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება და ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია და სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რაც მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაში ხშირად ხდება.
„გახარიას პარტიას ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა უნდა და თან რა თემაზე? – გუშინ, ბრიფინგზე განცხადება გავაკეთე, რომ მათი ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება. ამის შემდეგ, ჭკუათმყოფელი, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი გახარიების კანონპროექტს მხარს დაუჭერს და მის მიერვე მიღებული კანონის წინააღმდეგ ხმას მისცემს. ეს ყველაფერი სასაცილოა. გახარიას პარტიის წევრებმა საპარლამენტო ცხოვრება არ იციან და ეს ბევრ რამეში გამოჩნდა. საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხდება. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, დარბაზშიც არ იყავით დღესო. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ შეიძლება, ტექნიკური ხარვეზი იყო. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო ან რაღაც გაჭედილი იყო. სასაცილოები არიან, რომ ამ თემის „აწევა“ უნდათ. ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია და ალბათ, თავადაც ეღიმებათ. ასეთი რაღაც საპარლამენტო ცხოვრებაში ხდება და ამაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1789482758
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას?
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ნორვეგიის ელჩისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, წა...
1789481741
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს
„საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს“, - განაცხადა თავდაცვის...
1789480617
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელ...
1789480045
საზოგადოებაირმა ინაშვილი გიორგი ახობაძეს: გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ, სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი
„გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი გიორგი ახობაძეზე. როგორც ინაშვი...
1789479510
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა საჯარო სამსახურში მუშაობის მხრივ მაია ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და...




























