პრემიერი: პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს

„დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს.

„2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის.ეს არის 280 მეტრის სიმაღლის 62-სართულიანი თაუერი, რაც გახლავთ თამამი განაცხადი, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით.ეს მასშტაბური თანამშრომლობა არის აბსოლუტურად ბუნებრივი და კანონზომიერი: საქართველო არის ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მრავალი თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, ღია ეკონომიკა და ამის შედეგია, რომ თბილისი და ზოგადად ჩვენი ქვეყანა გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება.ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ალბათ 5 წლის წინაც კი ძალიან რთულად წარმოვიდგენდით, თუმცა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წლების განმავლობაში. მხოლოდ ამ 5 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა დოლარში თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ასეთი ტენდენცია, ასეთი დინამიკა იძლევა ახალი მასშტაბის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გლობალური ბრენდის - „ტრამპის ორგანიზაციისა“ და მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის ვაშინგტონის ოფისის ჩართულობა ამ პროექტის წარმატების ძალიან მყარ გარანტიას ქმნის.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გიგანტების ღირსეული და სრულფასოვანი პარტნიორია ქართული ბიზნესი. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართულ კომპანიებს და კაპიტალს გლობალური მასშტაბის იდეების განხორციელების რესურსი და შესაძლებლობა აქვს.ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიან დაკვეთებს ქართული სამშენებლო სექტორისთვის და ამდენად, უდიდეს სტიმულს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. 2031 წელს, როდესაც „ტრამპთაუერი“ აშენდება და 2033 წელს, როდესაც მთლიანი უბანი დასრულდება, თბილისი მიიღებს სრულიად გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება განახლებულ ცენტრალურ პარკს.საქართველოს მთავრობა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, თითოეულ ინვესტორს მსგავსი მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩართულ კომპანიას - მადლობა „არქის“, „ინვიას“, „საფირ ორგანიზაციას“, „ფინვესტს“, „ბლოქსტოუნ კაპიტალს“ და „ვექტორ ჯგუფს“ ამ ინიციატივისთვის და წარმატებას ვუსურვებ.მადლობას ვუხდი Downtown Tbilisi-ს და Trump Tower-ს, ჩვენს ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელებისთვის, მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის, მშვიდობისა და პროგრესის კიდევ ერთი თვალსაჩინო სიმბოლო, საქართველოს, როგორც სანდო, საიმედო და სტაბილური სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789482758

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას?

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ნორვეგიის ელჩისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, წა...

თენგიზ შარმანაშვილი

1789481741

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს

„საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს“, - განაცხადა თავდაცვის...

თენგიზ შარმანაშვილი

1789480617

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელ...

თამარ იოსელიანი

1789480045

საზოგადოება

ირმა ინაშვილი გიორგი ახობაძეს: გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ, სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი

„გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი გიორგი ახობაძეზე. როგორც ინაშვი...

ირმა ინაშვილი და გიორგი ახობაძე

1789479510

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა საჯარო სამსახურში მუშაობის მხრივ მაია ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და...

პრემიერ-მინისტრ