ირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით

ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების საფუძველზე, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ სახელმწიფო და ჩვენი სუვერენიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აგენტურის დაფინანსების სქემა გადადის ევროპულ სივრცეში და საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის საგარეო ინტერვენციები, ისევე როგორც სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა.

„აგენტურის დაფინანსების მისია, თავის თავზე, ჰქონდა აღებული ამერიკულ ფონდებს, ესენი იყვნენ -USAID-ი და NED-ი, თუმცა ევროპული ფონდებიც გამოირჩეოდნენ ამ მისიით, იგივე EED-ი, ეს არის ევროკავშირის შესაბამისი ფონდი და ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში და ევროპულ სივრცეში. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ საფუძველზე, რამაც თავისი ეფექტი უკვე იქონია და ჩვენი მიზანია, ამ კუთხით, მაქსიმალურად დავიცვათ სახელმწიფო და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ვერავის მივცემთ საქართველოში აგენტურის დაფინანსების შესაძლებლობას.

NGO – ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური ფენომენი, რომლის მიზანია, უცხოური ძალების ინტერვენცია სხვა ქვეყანაში, საუბარია წმინდა წყლის პოლიტიკურ ინტერვენციაზე. NGO არის ხელოვნური მოვლენა, რომელიც ამ ერთადერთი მიზნით იქმნება სხვა ქვეყანაში და ერთადერთი მიზნით ფინანსდება სხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ტიპის საგარეო ინტერვენციები, ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა. ეს რისკები უკვე დაზღვეული გვაქვს „გამჭვირვალობის კანონით“, თუ დამატებით სხვა მექანიზმების შემოღებაც იქნება საჭირო, ამ მექანიზმებსაც მივმართავთ. ერთ-ერთმა ევროკომისარმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეძებენ კანონის გვერდის ავლის მექანიზმებს.

როგორ შეიძლება ევროპელმა ბიუროკრატმა ასეთი განცხადება გააკეთოს, არ ვიცი, საერთოდ ხაზი გადაუსვეს ყველანაირ სამართლებრივ პრინციპს, სუვერენიტეტის პრინციპს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემთ ჩვენი კანონმდებლობის გვერდის ავლის შესაძლებლობას და ვერავის მივცემთ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის შესაძლებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769115421

ახალი ამბები

შსს: მოპედის მძღოლმა მანევრირების წესი დაარღვია და საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმა

სოციალურ ქსელში მოპედის მძღოლის მიერ დაწერილი პოსტი ვრცელდება, სადაც მოქალაქე წერს, რომ მოპედით წაიქცა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად exclusivetv.ge შს სამინისტროს პ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1769115207

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...

ირაკლი კობახიძე

1769114639

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება

ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1769113729

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...

ირაკლი კობახიძე

1769113603

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არის

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირი არ არის დამოუკიდებელი და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათი ბიუროკრატიებიც არ არის დამოუკიდებელი, - ამის...

ირაკლი კობახიძე