ირაკლი კობახიძე: ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ყველა ხედავს, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ სწორად აირჩია მშვიდობის გზა, არამედ უზრუნველყო ამ გზაზე მყარად სიარული ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ყველა ხედავს, რომ საბოლოო ჯამში ხელისუფლებამ არა მხოლოდ სწორად აირჩია მშვიდობის გზა, არამედ უზრუნველყო ამ გზაზე მყარად სიარული ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ ნახა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, ვისაც საქართველოში შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის უზრუნველყოფა და ამასთან ერთად ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.

„მთავარი, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ეს არის სიმშვიდე ქვეყანაში. აქაც გვაქვს დიდი პროგრესი, გახსოვთ, რომ 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩვენ გვქონდა რევოლუციის 5 მცდელობა და აქაც მოვახერხეთ სიმშვიდის შემოტანა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც არ არსებობს მშვიდობის და სიმშვიდის გარეშე. აქაც იცით, რომ გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, პირველ ადგილზე ვართ ევროპაში 5-წლიანი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 5 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა იყო 9,3 პროცენტი საქართველოში, ამის ანალოგი ევროპაში არ არსებობს. პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, დანარჩენი არის უკვე დეტალები.

კვლავაც რჩება უსამართლო მიდგომები საქართველოსთან მიმართებით, დავიტოვოთ იმედი, რომ ეს მიდგომები შეიცვლება, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად და ჩვენ ჩვენი გამოცდილებით ვაჩვენეთ ქართულ საზოგადოებას, რომ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც საქართველოში შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის უზრუნველყოფა და ამასთან ერთად ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. ეს არის დადასტურებული ჩვენი ამ რამდენიმეწლიანი გამოცდილებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769115207

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...

ირაკლი კობახიძე

1769114639

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება

ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1769113729

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...

ირაკლი კობახიძე

1769113665

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით

ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...

ირაკლი კობახიძე

1769113603

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არის

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირი არ არის დამოუკიდებელი და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათი ბიუროკრატიებიც არ არის დამოუკიდებელი, - ამის...

ირაკლი კობახიძე