ირაკლი კობახიძე: გვინდა, სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები

გვინდა, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება 11-წლიანი გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და კონკრეტული ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს.

„ამბიციური გეგმები გვაქვს. ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ ძალიან დადებითი წელი გვექნება. ჩვენ გვინდა, რომ პროგნოზს ბევრად ავცდეთ. მინიმუმ, 6-7% ეკონომიკური ზრდის მიღწევა არის შესაძლებელი და მაქსიმუმი გაკეთდება ამისათვის. განათლების რეფორმის დიდი ნაწილი სწორედ წელს უნდა განხორციელდეს და რა თქმა უნდა, დიდი დრო და ენერგია დაეთმობა ამ ყველაფერს. ზოგადად, გვინდა, რომ მთლიანად ეს მმართველის საკითხები ბოლომდე მოვაწესრიგოთ და მათ შორის, გვინდა, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში.

ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა. ეს იქნება 11-წლიანი გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და კონკრეტული ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, განათლებაზე უკვე გვქონდა, შესაბამისი კონცეფცია იმიტომ წარვადგინეთ, რომ პრაქტიკულად ერთ ადგილს ვტკეპნიდით განათლების მიმართულებით, თვითდინებით, მცირედით ვითარდებოდა სისტემა, მაგრამ არავითარი არსებითი შედეგი არ მიიღწეოდა. სწორედ ამიტომ წარვადგინეთ ჩვენ განათლების რეფორმის ამბიციური გეგმა“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ანალოგიურად, მაგალითად ჯანდაცვაშიც არის საჭირო იგივე.

„რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ვითარდება სისტემა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა ჯანდაცვის სფეროში, რომ, მათ შორის, მთელი რიგი მიმართულებებით არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ სისტემურად მივუდგებით ამ საკითხს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში უზრუნველვყოთ, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, სამედიცინო მომსახურების ის ხარისხი, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი, მაგალითად თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში ან ავსტრიაში. ეს არის შესაძლებელი. ამას სჭირდება არა დინებაზე მიყოლა, არამედ შესაბამისი სტრატეგიული გეგმა.

ყველა მიმართულებით გვინდა, რომ დავდოთ ასეთი სტრატეგიული გეგმა, რაც მოგვცემს არა ეტაპობრივი შედეგების მიღწევის საშუალებას, არამედ მოგვცემს გარდამტეხი ცვლილებების მიღწევის საშუალებას. ეს გეგმა მომზადდება ძალიან ახლო მომავალში და ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული. თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვისაც ვართ მზად. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სადაც კომპეტენცია არის ძალიან მწირი, პრაქტიკულად, კომპეტენტური პარტია თითქმის აღარ დარჩა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია, თუმცა ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ამ დისკუსიების თემას და აქაც მნიშვნელოვანია დარგის ნამდვილი სპეციალისტების ჩართულობა.

როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ყველა სექტორის წარმომადგენლებთან ვართ მზად დისკუსიისთვის, მათ შორის, ოპონირების რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769115207

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...

ირაკლი კობახიძე

1769114639

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება

ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1769113729

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...

ირაკლი კობახიძე

1769113665

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით

ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...

ირაკლი კობახიძე

1769113603

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არის

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირი არ არის დამოუკიდებელი და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათი ბიუროკრატიებიც არ არის დამოუკიდებელი, - ამის...

ირაკლი კობახიძე