პრემიერი: ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული, თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ამისთვის მზად ვართ
ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული. თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების ჩართულობა.
„ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული. თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სადაც კომპეტენცია არის ძალიან მწირი.
კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია თითქმის აღარ დარჩა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა, ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ დისკუსიების თემას და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის ნამდვილი სპეციალისტების ჩართულობა. იგივე, ჯანდაცვას როდესაც ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის თვითონ კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ყველა სექტორის წარმომადგენლებთან ვართ დისკუსიისთვის მზად, მათ შორის, ოპონირების რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერმა.
1769115207
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...
1769114639
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება
ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1769113729
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას
ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...
1769113665
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით
ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...
1769113603
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არის
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირი არ არის დამოუკიდებელი და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათი ბიუროკრატიებიც არ არის დამოუკიდებელი, - ამის...






























