პრემიერი: 7-ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში, რაც ადასტურებს, რომ ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის

მინდა, მარტივი მაჩვენებელი მოვიტანო, რაც ადასტურებს იმას, რომ ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის - 7-ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი საფრთხეები რეალურად არ არსებობს და ესეც არის სპეკულაციები.

„ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების აღდგენას და მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. რაც შეეხება ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში, ეს ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, პორტებს, აეროპორტებს, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ეს ეფუძნება დადებით მოლოდინებს ტრანზიტის მუდმივ ზრდასთან დაკავშირებით.

მინდა, მარტივი მაჩვენებელი მოვიტანო, რაც ადასტურებს იმას, რომ ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის - 7-ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში. ასეთ პირობებში, ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურით მაქსიმალურად შევძლოთ დავეწიოთ ამ მზარდ ტვირთბრუნვას.

ასეთი ზრდის პირობებში ალტერნატიული კორიდორი იქნება მხოლოდ და მხოლოდ შემავსებელი ჩვენი ტრანზიტული ფუნქციისთვის. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მაქსიმალური ინვესტიციის ჩადებას ჩვენი ამ ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769115207

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...

ირაკლი კობახიძე

1769114639

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება

ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1769113729

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...

ირაკლი კობახიძე

1769113665

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით

ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...

ირაკლი კობახიძე

1769113603

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არის

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირი არ არის დამოუკიდებელი და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათი ბიუროკრატიებიც არ არის დამოუკიდებელი, - ამის...

ირაკლი კობახიძე