ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არის
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირი არ არის დამოუკიდებელი და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათი ბიუროკრატიებიც არ არის დამოუკიდებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ისინი საქართველოსთან მიმართებით არ ცვლიან პოზიციას.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ხედავთ, როგორ განვითარდა მოვლენები ევროპის გარშემო. ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო წვდომა რუსულ
იაფ ენერგორესურსებზე, რაც მთლიანად ჩაეკეტად რეალურად, გაუძვირდათ შესაბამისი პროდუქტები, ნავთობპოდუქტები, გაზი, ნავთობი, ყველაფერი. ამასთან ერთად, რუსეთი მათთვის იყო ძალიან საინტერესო ბაზარი, ესეც დაკარგეს და ეს იყო მათთვის გზა აღმოსავლეთისკენ, უფრო ფართო აღმოსავლეთისკენ.
ეს გზაც არის ჩაშლილი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის რომ მოქმედებდეს საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად, ისინი შეეცდებოდნენ მოეძებნათ ალტერნატიული გზა აღმოსავლეთისკენ, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველო არის ოპტიმალური გზა ყველა თვალსაზრისით.
ამ პირობებში, როდესაც ისინი არ ცდილობენ საქართველოსთან ურთიერთობების გადალაგებას, მით უმეტეს, რომ არ გადალაგების არავითარი ობიექტური საფუძველი არ აქვს, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების რესურსი და ისინი კვლავაც იღებენ არადამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს საკუთარი ობიექტური ინტერესების საზიანოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არის ჩამოყალიბებული.
ეს თანამშრომლობა იქნებოდა ორმხრივად სასარგებლო ბუნებრივია და არანაკლებ სასარგებლო ევროკავშირისთვის, მათ შორის, იმ აღმოსავლური იზოლაციიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დადგა ევროკავშირი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
1769115421
ახალი ამბებიშსს: მოპედის მძღოლმა მანევრირების წესი დაარღვია და საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმა
სოციალურ ქსელში მოპედის მძღოლის მიერ დაწერილი პოსტი ვრცელდება, სადაც მოქალაქე წერს, რომ მოპედით წაიქცა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად exclusivetv.ge შს სამინისტროს პ...
1769115207
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...
1769114639
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება
ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1769113729
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას
ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...
1769113665
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით
ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...






























