ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას
ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში დავისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ დაიცვას სიმართლე ამ თემასთან დაკავშირებით.
„რაც არ არსებობს ბუნებაში, რა თქმა უნდა, იმაზე ვერაფერს ვერ წარმოადგენ, აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში დავისთვის. ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავიცვათ სიმართლე ამ თემასთან დაკავშირებით.
ყველამ კარგად იცის, როგორ წარიმართა პროცესები. თავის დროზე, 2009 წელს იყო ნივთიერებები შეძენილი, მათ შორის, მათი ნაწილი აიკრძალა მოგვიანებით, თუმცა კამიტი არასდროს არ ყოფილა შეძენილი. ნაწილი აიკრძალა მოგვიანებით და ეს ნივთიერებები არც გამოყენებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ანუ, რაც იყო ნათქვამი „ბი-ბი-სის“ სიუჟეტში, ეს იყო წმინდა წყლის სიცრუე.
რაც იყო ყველაზე სამარცხვინო - თვითონ სიუჟეტში ნაწილობრივ მაინც ჰქონდათ დაცული ჟურნალისტური სტანდარტი, იმიტომ, რომ საუბრობდნენ ვარაუდებზე, მაშინ, როდესაც, საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უკვე მტკიცებითი ფორმით იყო იგივე გამოტანილი, რაც პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ისინი სრულიად შეგნებულად წავიდნენ ტყუილზე. ეს არ იყო შემთხვევით გაპარული სიცრუე. ეს იყო შეგნებული სიცრუე, რაზეც სამწუხაროდ წავიდა „ბი-ბი-სი“, ერთ დროს მაღალი რეპუტაციის ტელევიზია“, - განაცხადა პრემიერმა.
1769115421
ახალი ამბებიშსს: მოპედის მძღოლმა მანევრირების წესი დაარღვია და საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმა
სოციალურ ქსელში მოპედის მძღოლის მიერ დაწერილი პოსტი ვრცელდება, სადაც მოქალაქე წერს, რომ მოპედით წაიქცა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად exclusivetv.ge შს სამინისტროს პ...
1769115207
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...
1769114639
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება
ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1769113665
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით
ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...
1769113603
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არის
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირი არ არის დამოუკიდებელი და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათი ბიუროკრატიებიც არ არის დამოუკიდებელი, - ამის...






























