ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც, ერთ შემთხვევაში ოკუპაციის შესახებ კანონით და მეორე შემთხვევაში, ექსტრემიზმის შესახებ ჩანაწერით სისხლის სამართლის კოდექსში

„რუსეთის ფედერაცია და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა.

„როდესაც საუბარია არჩევნების ლეგიტიმაციაზე, გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები ჯერ 2020 წელს, შემდეგ 2024 წელს, მანამდე 2016 წელსაც იყო იგივე პროცესები. 2020 წელს მაგალითად, აცხადებდნენ, თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და შემდეგ „გაყალბებულ პარლამენტში“ მთელი ოპოზიცია ერთად შელაგდა, როდესაც ხელი მოეწერა ე.წ. მიშელის შეთანხმებას. აღმოჩნდა, თურმე არ ყოფილა არჩევნები გაყალბებული და არც პარლამენტი ყოფილა ყალბი. იგივე ხდება მაგალითად 2024 წლის შემთხვევაშიც, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და არჩევნები შედგა. ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ ისაუბრა შემდგარ ინსტიტუტებზე, შემდგარ პარლამენტზე, ძალიან მკაფიოდ იყო ეს მათი მხრიდან ნათქვამი. არ იყო არავითარი დარღვევა, არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და როდესაც მაინც აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა.

რუსეთის ფედერაცია და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც. ერთ შემთხვევაში ვუპირისპირდებით ოკუპაციის შესახებ კანონით და მეორე შემთხვევაში, ვუპირისპირდებით ექსტრემიზმის შესახებ ჩანაწერით სისხლის სამართლის კოდექსში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771231509

საზოგადოება

სოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები გადასცა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დალი ფუტკარ...

სოსო გიორგაძე

1771229688

ახალი ამბები

პაპუაშვილი საიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ წყლის ჭავლით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „წყლის ჭავლით და შერეული ნივთიერებებით...

შალვა პაპუაშვილი

1771227891

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ გამსხვილდება და ჩამოყალიბდება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები და მეტად დაეხმარება კერძო სექტორს

„ჩვენი დიდი საზრუნავია ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. შესაბამისად, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების ბანკიდან დაიფარება“, - ამი...

მარიამ ქვრივიშვილ

1771226502

ახალი ამბები

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის მმართველობის სფერო...

სუსისსუსის

1771226164

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე ყოველწლიურად იზრდებოდეს ტვირთნაკადები, მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს ქვეყნის პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება წარმოადგენს. როგორც მარიამ ქვრივიშვი...

მარიამ ქვრივიშვილი