ირაკლი კობახიძე: თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ
„არიან საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს იურისდიქციას და არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციას, ოკუპაციის შესახებ კანონი უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც უპირისპირდება მეორეს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილება და წესრიგი მკაცრად უნდა იყოს დაცული.
„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დაცული. ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობად. თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ.
იცით, რომ არის 5 კონკრეტული ქვეყანა, რუსეთი და პლუს 4 ქვეყანა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც დანარჩენ 80%-ზეც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა ისიც და ისიც. ერთია საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს იურისდიქციას და მეორე არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც უპირისპირდება მეორე პრობლემას. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი, ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.
1771231509
საზოგადოებასოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები გადასცა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დალი ფუტკარ...
1771229688
ახალი ამბებიპაპუაშვილი საიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ წყლის ჭავლით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „წყლის ჭავლით და შერეული ნივთიერებებით...
1771227891
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ გამსხვილდება და ჩამოყალიბდება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები და მეტად დაეხმარება კერძო სექტორს
„ჩვენი დიდი საზრუნავია ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. შესაბამისად, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების ბანკიდან დაიფარება“, - ამი...
1771226502
ახალი ამბებისუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის მმართველობის სფერო...
1771226164
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე ყოველწლიურად იზრდებოდეს ტვირთნაკადები, მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს ქვეყნის პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება წარმოადგენს. როგორც მარიამ ქვრივიშვი...






























