პრემიერი: იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში
„იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მლრდ დოლარი.
„იყო ყალბი კამპანიები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კეთდებოდა ვიდეოები, თითქოს არალეგალ თუ ლეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით და ა.შ. იყო მიზანმიმართული კამპანია. საბოლოო ჯამში, იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. თვითონაც აღიარეს, რომ ეს კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით იყო სრული ტყუილი. პირდაპირ არ უღიარებიათ, თუმცა ირიბად გადაიტანეს აქცენტები ახლა უკვე იმაზე, რომ თითქოს 6.6 მლრდ დოლარის ინვესტიცია არის არარეალური. როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მლრდ დოლარი. ეს ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ეკონომიკური კუთხით დამატებით 11 მლრდ ლარს და სახელმწიფო ბიუჯეტს შემდეგი 10 წლის განმავლობაში, საშუალოდ წელიწადში, 700 მლნ ლარს. შესაბამისად, ეს არის უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ, ასევე, უპასუხა შეკითხვა ინტერპელაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მზად არის, უფრო მეტი დეტალის შესახებ გაუზიაროს ინფორმაცია პარლამენტის წევრებს.
„მიგრაციის თემით დაინტერესდა პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობაც. მზად ვარ, კიდევ უფრო მეტი დეტალის შესახებ გავუზიარო ინფორმაცია პარლამენტის წევრებს და რა თქმა უნდა, მომზადებული მივალთ საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
1771231509
საზოგადოებასოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები გადასცა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დალი ფუტკარ...
1771229688
ახალი ამბებიპაპუაშვილი საიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ წყლის ჭავლით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „წყლის ჭავლით და შერეული ნივთიერებებით...
1771227891
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ გამსხვილდება და ჩამოყალიბდება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები და მეტად დაეხმარება კერძო სექტორს
„ჩვენი დიდი საზრუნავია ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. შესაბამისად, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების ბანკიდან დაიფარება“, - ამი...
1771226502
ახალი ამბებისუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის მმართველობის სფერო...
1771226164
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე ყოველწლიურად იზრდებოდეს ტვირთნაკადები, მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს ქვეყნის პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება წარმოადგენს. როგორც მარიამ ქვრივიშვი...






























