პრემიერი: შეგიძლიათ, გაეცნოთ ევროკომისიის შეფასებებს პარიზში გამართულ ძალადობრივ საპროტესტო აქციებზე, თბილისში საპროტესტო აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო
„დემოკრატიული არჩევნების შედეგების არაღიარების სამი მცდელობა, ქვეყანაში ძალადობრივი თუ არაძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ხუთი მცდელობა - და ყოველივე ამას საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არაერთხელ იყო მცდელობა, ძირი გამოეთხარათ დემოკრატიული არჩევნებისთვის და ამ პროცესებში მონაწილეობდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ოპოზიციური ძალები, ისე მათი უცხოელი მხარდამჭერები.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოში არაერთხელ იყო მცდელობა, ძირი გამოეთხარათ დემოკრატიული არჩევნებისთვის. ამ პროცესებში მონაწილეობდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ოპოზიციური ძალები, ისე მათი უცხოელი მხარდამჭერები. საქმე მხოლოდ დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევას არ ეხებოდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო სახელმწიფო გადატრიალების ხუთ მცდელობას დაუპირისპირდა. ამ ხუთი მცდელობიდან ოთხს ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა. თქვენ მაგალითად მოიყვანეთ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის განცხადება მშვიდობიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. თუმცა ეს ე.წ. მშვიდობიანი საპროტესტო აქციები „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით მიმდინარეობდა. მონაწილეები თბილისში პოლიციელების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. დღეს შეგიძლიათ გაეცნოთ ევროკომისიის შეფასებებს პარიზში გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციების შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში გამართული საპროტესტო აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო. ამის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა და მოქმედი ევროპული ბიუროკრატია, აცხადებდნენ, რომ საქართველოში მხოლოდ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ეს უბრალოდ სიცრუეა.რომ შევაჯამოთ: დემოკრატიული არჩევნების შედეგების არაღიარების სამი მცდელობა, ქვეყანაში ძალადობრივი თუ არაძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ხუთი მცდელობა - და ყოველივე ამას საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა“, - განაცხადა პრემიერმა.
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...
1794409444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით
„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...






























