კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ მთავარი ღირებულება არის ადამიანი, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც უჭირთ
„ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ მთავარი ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც უჭირთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.
მერის თქმით, პირველად ბიუჯეტში, რომელიც განსახილველად საკრებულოშია გადაგზავნილი, გამოყოფილია ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება.
„პირველი არის ინფრასტრუქტურული პროექტები. სერიოზული გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქალაქი, ძალიან ბევრი პრობლემაა ამ თვალსაზრისით. ქუჩები, გამზირები, რომლებიც საჭიროებს რეაბილიტაციას, განახლებას. ასევე გვაქვს მეწყერსაშიში ზონები, რაც საჭიროებს შესაბამის ინფრასტრუქტურულ ჩარევას და რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ასევე, ძველი უბნების რეაბილიტაცია. ავარიული სახლების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის ჯანდაცვა და სოციალური პროექტები. დღესაც ვისაუბრე მთავრობის სხდომაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის და ვითარდება, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები და ადამიანები, ვისაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, თანადგომა. მანამ, სანამ ამის აუცილებლობა არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროგრამებს გავყვებით და არცერთ ოჯახს, არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყველას დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.
ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ მთავარი ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც უჭირთ“, - აღნიშნა მან.
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...






























