ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: პირდაპირ მოუწოდებდნენ ევროკავშირს, რომ მთელი საქართველო​ უნდა დასანქცირდეს, უვიზო რეჟიმზე მაქვს აქცენტი, ეს არის პირდაპირი ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

საბოტაჟი და ღალატი ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ - „ღამის კურიერში“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას ისაუბრა და ის მაგალითები დაასახელა, რომლებსაც მმართველი გუნდი სწორედ საბოტაჟს, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ამ კონკრეტული პარტიების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს უწოდებს.

„დღეს, რასაც ვადევნებთ თვალყურს, იგივე ევროკავშირის თუ ევროსაბჭოს რეზოლუციები, თუნდაც გაფართოების დოკუმენტი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ის არ ემყარებოდა იმ ფაქტებს, რომლებსაც ხელისუფლება წელიწადში ორჯერ ვაგზავნით ევროკავშირში და დაყრდნობილი იყო დანარჩენ წყაროებზე... დანარჩენი წყაროები ხომ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არიან - ძირითად შემთხვევაში ეს ოპოზიციონერები არიან. ისინი არც მალავენ, ჩადიან იქ და ხმამაღლა ამბობენ იმას, თუ რას აკეთებენ და რა მიმართულებით უთხრიან ძირს ჩვენს სამშობლოს.

ფაქტია, რომ ნებისმიერი ასეთი რეზოლუცია, რომელიც არანაირ რეალურ ფაქტებზე არ არის დაყრდნობილი და სადაც თავიდან ბოლომდე ცალმხრივი სიცრუე ჩააქვთ, პირველ რიგში, სამშობლოს ღალატია. რა თქმა უნდა, ამას საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას, იმიტომ, რომ ეს ზღვარი მათ დიდი ხანია გადაკვეთეს.

დღეს არის ასეთი მდგომარეობა, რომ ესენი [ოპოზიცია] ცდილობენ, ხელთ არსებული ყველა საშუალებით მიაღწიონ მიზანს - თუნდაც ქართველი ხალხის სანქცირებით, უვიზო რეჟიმის გაუქმებით, როგორმე „ქართული ოცნება“ ჩამოაცილონ ხელისუფლებას.

ეს უკვე მთავრობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია თუ მთლიანად საზოგადოების? საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია, რომ ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ ევროკავშირს მთელი საქართველოს დასანქცირებისკენ - უვიზო რეჟიმზე მაქვს ამ შემთხვევაში აქცენტი. ეს არის სწორედ ის, რასაც ვამბობთ - პირდაპირი ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794417130

ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...

ყვითელი ლენტი

1794415878

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი