მარიამ ქვრივიშვილი: კერძო სექტორის წარმომადგენლებმა თავადვე დაადასტურეს, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია

„ჩვენ ცალ-ცალკე შევხვდით მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს და მათ წარვუდგინეთ ის მიგნებები, რომლებიც კვლევის საფუძველზე სახელმწიფომ დაადგინა. სამივე სექტორის წარმომადგენლებმა იდენტიფიცირებული 9 პუნქტიდან ყოველი მათგანი დაადასტურეს. ეს იყო მნიშვნელოვანი ნიშანი სახელმწიფოსთვის, რომ ძალიან სწორად მოხდა ამ კონკრეტული გამოწვევების დადგენა და შემდგომში, კერძო სექტორთან მათ გარშემო მსჯელობა“, - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განაცხადა.

„პრემიერმა არაერთგზის ახსენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი სოციალურ პასუხისმგებლობასა და კერძო სექტორის მოგებიანობასთან მიმართებით. მინდა გულწრფელად მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს - მათი მოტივაცია სახელმწიფოსას დაემთხვა, რომ უნდა მოხდეს ფასების შემცირება. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა თავადვე დაადასტურეს, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე ვიცით, სად არის პრობლემა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, რომელიც დაიწყო სამთავრობო კომისიიდან და გრძელდება პარლამენტში, კომისიის ფარგლებში, ჩვენ ძალიან სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა დებატებზე გამოთქმულ მოსაზრებებს ევროპულ რეგულაციებთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ევროპაში თითქმის ყველა ქალაქსა თუ ქვეყანაში, ურბანული დაგეგმარების ფარგლებში მოქმედებს რეგულაცია, როდესაც „ერთი უბანი - ერთი მარკეტის“ პრინციპი მუშაობს. კერძოდ, ცენტრალურ უბნებში უფრო მეტად წახალისებულია ადგილობრივი ე.წ. უბნის მარკეტები, ცენტრალური ქუჩების გარეთ კი მეტად ვხედავთ ქსელურ მარკეტებს. „ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლებისთვის იყოს შესაძლებლობა, აარჩიოს რომელი მიმართულებით წავიდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ბალანსი - გაგრძელდეს თავისუფლად ბიზნესის კეთება, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების პროდუქციის გაიაფება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესის პოზიციებს შორის სრული თანხვედრაა. „ჩვენ შევჯერდით, რომ ერთობლივი ძალისხმევით დიალოგის და სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ერთად ვიპოვით სწორ გამოსავალს აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770666937

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე, ამას ემსახურება ის ჯარიმები, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს

„ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს - ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ გან...

ირაკლი კობახიძე

1770666528

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები, ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ, შეიძლება, მოსახლეობას მეტის გადახდის რესურსი ჰქონდეს

„ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები, ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ, მაგრამ შეიძლება მოსახლეობას...

ირაკლი კობახიძე

1770665433

ახალი ამბები

პრემიერი: 86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია

„2012 წელს ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ 1 764 000 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით, დღეს ეს მაჩვენებელი არის 8 261 000 000. 4,7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის გ...

ირაკლი კობახიძე

1770664923

ახალი ამბები

პრემიერი: შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ მათ შორის ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე

„შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ კონკრეტული კანონმდებლობის, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერ...

ირაკლი კობახიძე

1770663979

ახალი ამბები

პრემიერი დებატების მნიშვნელობაზე: ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას, საზოგადოების გაერთიანებას და, შესაბამისად, ჩვენ ამ ფორმატს მივესალმებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკუსიის ფორმატის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. გადაცემაში „დებატები“ პრემიერ-მინისტრმა ფასებზეც ის...

ირაკლი კობახიძე