ირაკლი კობახიძე: მეწარმეებთან, დისტრიბუტორებთან, ქსელებთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება ყველაზე სწორი ფორმით მოვახერხოთ მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთის შემცირება
„მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებს ჰქონდა სერიოზული შედეგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამან გამოიწვია ძირითადი მოხმარების მედიკამენტების ძალიან ფართო სპექტრზე რეალურად ფასების დაბალანსება და შემცირება.
„თავის დროზე, დაახლოებით 3 წლის წინ, შემოღებული იქნა რეფერენტული ფასები. ზოგადად, ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს თავისი პლუს-მინუსები. რეფერენტულ ფასებს ჰქონდა სერიოზული შედეგი. ამან გამოიწვია ძირითადი მოხმარების მედიკამენტების ძალიან ფართო სპექტრზე რეალურად ფასების დაბალანსება და შემცირება. რა თქმა უნდა, ამას თავისი მინუსებიც ჰქონდა, კერძოდ, შეიზღუდა მაგალითად ამ შემთხვევაშიც კონკრეტული სახეობის მედიკამენტის შემოტანა. ანალოგიურად მოხდა სხვა მედიკამენტების შემთხვევაში. ეს არის პლუს-მინუსები. მაგრამ, პლუსი ამ რეფერენტული ფასების შემოღების იყო ის, რომ საბოლოო ჯამში, მედიკამენტების ძალიან ფართო სპექტრზე მოხერხდა ფასების შემცირება. იგივე შეიძლება ეხებოდეს სურსათსაც. ჩვენთვის ყველაზე ადვილი იქნებოდა ამ ყველაფრის მიშვება ისე, როგორც არის და საერთოდ არ ჩავერეოდით იგივე სურსათის ფასებში. ჩვენთვის ხომ თავის ტკივილია. ისეთ თემაში შევედით, სადაც, ბუნებრივია, რთულია პრობლემის გადაჭრა, იმიტომ, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, მოთხოვნა-მიწოდებას. რეალურად, მოთხოვნა გაზრდილია იმის გამო, რომ შემოსავლებია გაზრდილი. ამით სარგებლობს ბიზნესი, უფრო ძვირად აწვდის მოსახლეობას სურსათს. რა თქმა უნდა, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება და ამაში ჩარევაზე ვსაუბრობთ, რეალურად. შეიძლება კეთილშობილური მიზანი გვქონდეს და კეთილშობილურ ფორმებზეც ვფიქრობდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის თავისუფალ ბაზარში ჩარევა“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მიზანი იყოს მიღწეული.
„მიზანი რა არის, მარტივად, ჩვენი მოქალაქე უყურებს რას, რომ საფრანგეთში რაღაც პროდუქტი რომ ღირს 5 ლარი, ჩვენთან ღირს 10 ლარი, მაშინ, როდესაც ფრანგ მოქალაქეს ხელფასი მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს. ეს არის ობიექტური პრობლემა და გვინდა, რაღაცნაირად შევეხოთ ამ პრობლემას. ბუნებრივია, ამას აქვს თავისი მინუსები. თავის ტკივილიც არის ჩვენთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ეს არის სერიოზული სოციალური საკითხი, გვინდა, ამ თემით დავკავდეთ და გვინდა უფრო მეტიც, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გამოვძებნოთ. იგივე იყო მედიკამენტების ფასების შემთხვევაში და იგივე სურსათზე ფასების შემთხვევაშიც. ამიტომ, ყველასთან, მეწარმეებთან, დისტრიბუტორებთან, ქსელებთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყველაზე სწორი ფორმით მოვახერხოთ მოსახლეობისთვის ამ სოციალური ტვირთის შემცირება. ამასაც თავისი მინუსები აქვს, ბუნებრივია, იმიტომ, რომ გამოვედით და ვსაუბრობთ ბიზნესთან დაკავშირებით იმაზე, რომ ნაკლები მოგება მიიღონ. რა თქმა უნდა, რთული პროცესია, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთის შემცირებაზე. რაც შეეხება მედიკამენტებს. ზოგადად, პლუს-მინუსები არსებობს. ზღვარი დაწესდა. ამ ზღვარმა შეიწირა კონკრეტული სახეობის მედიკამენტები, მაგრამ მეორე მხრივ, ფასებიც შემცირდა. მზად ვართ, კონკრეტული მედიკამენტების შემთხვევაც განვიხილოთ იმისათვის, რომ პრობლემა გადავჭრათ. ამისთვის არის ჯანსაღი დისკუსია და ჯანსაღი მსჯელობა. თუ პრობლემა არის, უნდა ვიფიქროთ პრობლემის გადაჭრაზე და ამისთვის ვართ მზად ნებისმიერ ფორმატში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1770666937
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე, ამას ემსახურება ის ჯარიმები, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს
„ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს - ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ გან...
1770666528
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები, ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ, შეიძლება, მოსახლეობას მეტის გადახდის რესურსი ჰქონდეს
„ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები, ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ, მაგრამ შეიძლება მოსახლეობას...
1770665433
ახალი ამბებიპრემიერი: 86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია
„2012 წელს ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ 1 764 000 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით, დღეს ეს მაჩვენებელი არის 8 261 000 000. 4,7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის გ...
1770664923
ახალი ამბებიპრემიერი: შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ მათ შორის ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე
„შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ კონკრეტული კანონმდებლობის, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერ...
1770663979
ახალი ამბებიპრემიერი დებატების მნიშვნელობაზე: ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას, საზოგადოების გაერთიანებას და, შესაბამისად, ჩვენ ამ ფორმატს მივესალმებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკუსიის ფორმატის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. გადაცემაში „დებატები“ პრემიერ-მინისტრმა ფასებზეც ის...































