ირაკლი კობახიძე: ხშირად საუბრობენ ოპონენტები იმაზე, რომ თითქოს გადასახადებია პრობლემა ფასწარმოქმნის პროცესში, საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის ყველაზე დაბალი ევროპაში ირლანდიის შემდეგ

„მთლიანობაში, საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის ყველაზე დაბალი ევროპაში ირლანდიის შემდეგ, მეორე ადგილზეა ამ კუთხით საქართველო“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება, საერთოდ არ მოახდინოს გადასახადის შემცირებამ გავლენა, საბოლოოდ, თაროზე არსებულ ფასზე და გადასახადების შემცირება ამ კუთხით გამოსავალი არ არის.

„ხშირად საუბრობენ ოპონენტები იმაზე, რომ თითქოს გადასახადებია პრობლემა ფასწარმოქმნის პროცესში. გადასახადებს მთლიანობაში უნდა შევხედოთ, მხოლოდ დღგ-ზეა ხოლმე საუბარი. მთლიანობაში, საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის ყველაზე დაბალი ევროპაში ირლანდიის შემდეგ, მეორე ადგილზეა ამ კუთხით საქართველო. მთლიანობაში, ეკონომიკასთან მიმართებით გადასახადების წილი არის დაახლოებით 25 %. არის ქვეყნები, სადაც 40 %-მდე ადის საგადასახადო ტვირთი და იმ ქვეყნებში არის ჩვენზე დაბალი ფასები კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე, დღგ-ს კუთხით არის რანჟირების პრაქტიკა, თუმცა საბოლოო ჯამში, ისევ მოთხოვნა-მიწოდებამდე მივდივართ. თუ ჩვენ დავაკლებთ დღგ-ს, მაგრამ არ შეიცვლება ზოგადი მიდგომა და ზოგადი პრაქტიკა, ამ შემთხვევაში, იმ შემცირებულ დღგ-ს ისევ მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე წაიღებს კონკრეტული ქსელი. ანუ, შეიძლება, საერთოდ არ მოახდინოს გადასახადის შემცირებამ გავლენა საბოლოოდ თაროზე არსებულ ფასზე. ესეც ბიზნესის ბუნებაა, არის მოთხოვნა-მიწოდება, დღეს თუ უღირს ადამიანს 10 ლარის გადახდა, პირობითად, კარაქის კონკრეტულ სახეობაში, ისევ გადაიხდის იმ 10 ლარს, რაც არ უნდა გამოაკლო შენ 18 %-ს 9 % დღგ, შეიძლება ის 9 % ისევ ძალიან მარტივად წაიღოს 2-3 თვეში ქსელურმა მარკეტმა, აქედან გამომდინარე, ეს არ არის გამოსავალი. ჯამურად თუ შევხედავთ, გადასახადები, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ახდენს გავლენას ფასწარმოქმნაზე, ერთია დღგ, რითაც უშუალოდ პროდუქტი იბეგრება, მაგრამ ამასთან ერთად არის მაგალითად ქონების გადასახადი, რომლითაც შესაბამისი ქონებრივი აქტივი ებეგრება ქსელურ მარკეტს, არის მოგების გადასახადი, აქციზი, რომელიც კონკრეტულ პროდუქტებზე მოქმედებს და ა.შ. მთლიანობაში, საგადასახადო ტვირთი რომ ავიღოთ, ამ კუთხით, სიმსუბუქის კუთხით ვართ მე-2 ადგილზე ევროპაში, ირლანდიის შემდეგ. 25 %-ზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ ირლანდიას, თუმცა ფასები ევროპაში არის უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენთან. გადასახადები არ არის, რეალურად, გამოსავალი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770666937

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე, ამას ემსახურება ის ჯარიმები, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს

„ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს - ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ გან...

ირაკლი კობახიძე

1770666528

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები, ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ, შეიძლება, მოსახლეობას მეტის გადახდის რესურსი ჰქონდეს

„ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები, ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ, მაგრამ შეიძლება მოსახლეობას...

ირაკლი კობახიძე

1770665433

ახალი ამბები

პრემიერი: 86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია

„2012 წელს ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ 1 764 000 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით, დღეს ეს მაჩვენებელი არის 8 261 000 000. 4,7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის გ...

ირაკლი კობახიძე

1770664923

ახალი ამბები

პრემიერი: შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ მათ შორის ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე

„შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ კონკრეტული კანონმდებლობის, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერ...

ირაკლი კობახიძე

1770663979

ახალი ამბები

პრემიერი დებატების მნიშვნელობაზე: ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას, საზოგადოების გაერთიანებას და, შესაბამისად, ჩვენ ამ ფორმატს მივესალმებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკუსიის ფორმატის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. გადაცემაში „დებატები“ პრემიერ-მინისტრმა ფასებზეც ის...

ირაკლი კობახიძე