ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქართული საზოგადოების თვალში წონა აღარ აქვს ევროპულ განცხადებებს და მიდგომებს, არის ის, რომ ყველგან სახეზეა ორმაგი სტანდარტი

ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოების სათანადო ინფორმირება, ყველაფერს მოეფინა ნათელი, მათ შორის იმ სიცრუეს, რომელსაც ძალიან დიდი სიხშირით ვისმენდით ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართული საზოგადოების თვალში დაკარგა წონა ევროპულმა განცხადებებმა, ევროპულმა მიდგომებმა, მათ მიერ განხორციელებულმა აქტებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი, დაახლოებით 4 წელია, დაიწყო.

„მანამდე, დასავლური სივრცე, მათ შორის ევროკავშირი საქართველოში მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხრიდან იყო აღქმული, როგორც იდეალური ფენომენი, რომელსაც არც შეცდომები აქვს, არც პრობლემები აქვს და არაფერი.

სინამდვილეში ყველაფერს მოეფინა ნათელი, მათ შორის იმ სიცრუეს, რომელსაც ძალიან დიდი სიხშირით ვისმენდით ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართული საზოგადოების თვალში დაკარგა წონა ევროპულმა განცხადებებმა, ევროპულმა მიდგომებმა, მათ მიერ განხორციელებულმა აქტებმა.

ამაში, ბუნებრივია, ევროპული ბიუროკრატია საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს, თუმცა ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს დამოუკიდებლად, მოქმედებს არაფორმალური გავლენები და სწორედ ამ არაფორმალური გავლენების საფუძველზე იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქართული საზოგადოების თვალში წონა აღარ აქვს ევროპულ განცხადებებს და მიდგომებს, არის ის, რომ ყველგან სახეზეა ორმაგი სტანდარტი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა გამოვლინებაზე.

ავიღოთ ობიექტური საერთაშორისო ინდექსები, მაღალრეპუტაციული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეიტინგები, სადაც ქართული სახელმწიფოს შეფასება არის სრულიად სხვა და ევროპული ბიუროკრატიის შეფასებები მთლიანად აცდენილია ამ ობიექტური სინამდვილიდან. ამას ხედავს ქართული საზოგადოება. ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ საზოგადოების თვალში არავითარი წონა აღარ აქვს ევროპულ განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769115421

ახალი ამბები

შსს: მოპედის მძღოლმა მანევრირების წესი დაარღვია და საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმა

სოციალურ ქსელში მოპედის მძღოლის მიერ დაწერილი პოსტი ვრცელდება, სადაც მოქალაქე წერს, რომ მოპედით წაიქცა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად exclusivetv.ge შს სამინისტროს პ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1769115207

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...

ირაკლი კობახიძე

1769114639

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება

ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1769113729

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...

ირაკლი კობახიძე

1769113665

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით

ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...

ირაკლი კობახიძე