ირაკლი კობახიძე: რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა - ამას აკეთებს უცხოური აგენტურა

რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამას აკეთებს უცხოური აგენტურა.

„ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, მათ შორის, დიდი მეფეების, წმინდანების შეურაცხყოფას. ესეც არის გარე დაკვეთა. ჩვენ რომ ვსაუბრობთ გარედან თავსმოხვეულ სიძულვილზე, ესეც არის ამის გაგრძელება. ამ ადამიანების, ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოში არ არსებობდეს არაფერი წმინდა, ქვეყანას არ ჰქონდეს იდენტობის საყრდენი. ისტორიული, საზოგადო მოღვაწეები არიან ნებისმიერი ერის იდენტობის საყრდენი. სწორედ იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, ისინი თავს ესხმიან ჩვენს საზოგადო მოღვაწეებს, ისტორიულ ფიგურებს. სწორედ ამას აკეთებდა ლევან ბერძენიშვილი და ახლა პატარა ლევან ბერძენიშვილები გამოჰყავთ და აკეთებენ განცხადებებს. ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ. ისევე, როგორც საჭიროა დაპირისპირება სიძულვილის მიმართ, საჭიროა ასევე დაპირისპირება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ორგანიზებულად ხორციელდება საქართველოში გარე დაკვეთით. ამას აკეთებს უცხოური აგენტურა. მათი მიზანია ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა, ჩვენ ყველანაირად უნდა დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით და ამაზე ჩვენ აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785662922

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ადგილობრივი მოსახლეობა, მინდა, წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას ზრუნვა არ მოაკლდება

გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1785662111

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და, ამავე დროს, საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს ყულევის ნავთობტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის გადაწყვე...

დავით ქართველიშვილი

1785661006

ახალი ამბები

გერმანია ევროკომისიას მოუწოდებს, მიიღოს ზომები ევროკავშირის საზღვრების დასაცავად

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ევროკომისიას მოუწოდა, ესპანეთის ანკლავ სეუტაში არსებული მიგრაციული კრიზისის ფონზე, მიიღოს ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად. ამის შესახე...

გერმანია ევროკომისიას მოუწოდებს

1785659068

მსოფლიო

სომხეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

სომხეთის მთავრობა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, გადადგა. ფაშინიანის განმარტებით, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე...

ნიკოლ ფაშინიანი

1785656639

ახალი ამბები

შიო III ილიაობასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვას აღავლენს

დღეს ილიაობაა - ტრადიციული სახალხო და რელიგიური დღესასწაული, რომელიც წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას უკავშირდება. დღესასწაულთან დაკავშირებით ამ წუთებში ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქ...

შიო მესამე: