მიხეილ ყაველაშვილი: შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა
„შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა შუამთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახალხო დღესასწაულები ქართული კულტურის, ფოლკლორისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შუამთობა სხვადასხვა თაობის ადამიანებს აერთიანებს და არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს, რომლებზეც ქართული საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
პრეზიდენტმა მადლიერება გამოთქვა წინაპრებისა და უხუცესების მიმართ, ვისი დამსახურებაცაა ამ უნიკალური დღესასწაულის დღემდე შემონახვა და აღნიშნა, რომ ეროვნული ტრადიციების დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ქვეყნის კულტურული განვითარების მყარი საფუძველია.
მისი თქმით, სწორედ ასეთი სახალხო დღესასწაულები აძლიერებს საზოგადოების ერთიანობას, ისტორიულ მეხსიერებას და ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.
მიხეილ ყაველაშვილი შუამთობის სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
1785662922
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ადგილობრივი მოსახლეობა, მინდა, წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას ზრუნვა არ მოაკლდება
გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...
1785662111
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და, ამავე დროს, საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს ყულევის ნავთობტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის გადაწყვე...
1785661006
ახალი ამბებიგერმანია ევროკომისიას მოუწოდებს, მიიღოს ზომები ევროკავშირის საზღვრების დასაცავად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ევროკომისიას მოუწოდა, ესპანეთის ანკლავ სეუტაში არსებული მიგრაციული კრიზისის ფონზე, მიიღოს ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად. ამის შესახე...
1785659068
მსოფლიოსომხეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
სომხეთის მთავრობა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, გადადგა. ფაშინიანის განმარტებით, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე...
1785656639
ახალი ამბებიშიო III ილიაობასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვას აღავლენს
დღეს ილიაობაა - ტრადიციული სახალხო და რელიგიური დღესასწაული, რომელიც წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას უკავშირდება. დღესასწაულთან დაკავშირებით ამ წუთებში ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქ...






























