საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი TARYN EVE სანქცირებულია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის - „შაბათის ფორმულას“ - ჟურნალისტს გემზე TARYN EVE (IMO 9256925) სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან წერილობით მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რომ აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტმა ასევე მიიღო სატელევიზიო კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიზანმიმართულად მაინც გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებულია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.

„უფრო მეტიც, სიუჟეტში ფოთის ნავსადგურში შემოსული ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი გემი TARYN EVE (IMO 9256925) დაკავშირებულია გემ COURAGE 7 (IMO 9553957)-თან. ეს ინფორმაციაც მცდარია. საუბარია ორ სრულიად განსხვავებულ გემზე, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

• TARYN EVE – IMO 9256925, ბარბადოსის დროშა;
• COURAGE 7 – IMO 9553957, გაბონის დროშა.

სიუჟეტის ავტორის მიერ სხვადასხვა IMO ნომრის მქონე ორი გემის ერთმანეთთან გაიგივება, ან მათი ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენს ელემენტარული ფაქტობრივი ინფორმაციის გადამოწმების უგულებელყოფას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობასა და ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმიანობას.

საგულისხმოა, რომ საზღვაო ინდუსტრიაში გემის იდენტიფიცირების მთავარი საშუალება სწორედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ე.წ. IMO ნომერია.

IMO ნომერი:
• ენიჭება გემს მხოლოდ ერთხელ;
• უცვლელი რჩება გემის მთელი ექსპლუატაციის განმავლობაში;
• არ იცვლება არც სახელის, არც დროშის და არც მფლობელის შეცვლის შემთხვევაში;
• გაიცემა International Maritime Organization-ის IMO Ship Identification Scheme-ის ფარგლებში.

საზღვაო სფეროში ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას აუცილებელია გადამოწმდეს პირველადი იდენტიფიკატორი - IMO ნომერი, რადგან სწორედ ის წარმოადგენს გემის უნიკალურ და მუდმივ იდენტიფიკატორს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თითოეულ გემს საქართველოში შემოსვლამდე ამოწმებს მოქმედ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ გემი, ან მასთან დაკავშირებული პირები საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან, ასეთ გემს საქართველოს ნავსადგურებში ოპერირების შესაძლებლობა არ ეძლევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785665014

ახალი ამბები

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ტყის ხანძრები „კონტროლს ექვემდებარება“

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებული სიტუაცია „კონტროლს ექვემდებარება“, თუმცა კვლავ არასტაბილურია. „საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყანაში ხან...

 სებასტიან ლეკორნუ

1785662922

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ადგილობრივი მოსახლეობა, მინდა, წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას ზრუნვა არ მოაკლდება

გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1785662111

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და, ამავე დროს, საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს ყულევის ნავთობტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის გადაწყვე...

დავით ქართველიშვილი

1785661006

ახალი ამბები

გერმანია ევროკომისიას მოუწოდებს, მიიღოს ზომები ევროკავშირის საზღვრების დასაცავად

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ევროკომისიას მოუწოდა, ესპანეთის ანკლავ სეუტაში არსებული მიგრაციული კრიზისის ფონზე, მიიღოს ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად. ამის შესახე...

გერმანია ევროკომისიას მოუწოდებს

1785659068

მსოფლიო

სომხეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

სომხეთის მთავრობა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, გადადგა. ფაშინიანის განმარტებით, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე...

ნიკოლ ფაშინიანი