ირაკლი კობახიძის განმარტება, რა უპირატესობები აქვს საქართველოს ასოცირებული ტრიოსთან მიმართებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების „ორგანიზებული თავდასხმის“ ობიექტი გახდა - „ქართული ოცნების“ პრესსამსახური

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობის დროს საქართველოსა და მოლდოვას შორის პარალელები გაავლო, მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს უპირატესობებზე, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით, – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნისთვის, ამ მნიშვნელოვანი საკითხის საპირისპიროდ, საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება მოახდინა. კობახიძის დეტალური განმარტებები, თუ რა უპირატესობები აქვს ჩვენს ქვეყანას, „ორგანიზებული თავდასხმის“ ობიექტი გახდა. ეს მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებას, საქართველო თვის ბოლოს ელოდება. „ქართული ოცნების” თავმჯდომარე საუბრის დროს აღნიშნავდა, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის ამოცანაა, მოლდოვას კი კონსტიტუციის დონეზე ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული და არც დსთ-ს დატოვებას აპირებს. ეს უტყუარი ფაქტებია და რატომ იძლევა ქილიკის საფუძველს, გაუგებარია.

ასევე, კობახიძის განმარტებით „კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა. მოლდოვას კი, კორუფციის თვალსაზრისით, მძიმე ვითარება აქვს”. რაც შეეხება, კონკრეტულ პარამეტრებს, თითქმის ყველა პარამეტრით საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით. ამ ფაქტებზე საუბრობდა კობახიძე, „ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, მისი პარტიული აქტივისთვის „ორგანიზებული თავდასხმის” ობიექტი გახადა“,- აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ასევე წაიკითხეთ:

🔵პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ქალის ოჯახი საზღვარგარეთ დარჩენილი ბავშვების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს

🔵პუტინმა დაიწყო ომი, რომლის დასასრულიც - მისი სიკვდილია - მიხაილ ხადარკოვსკი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790184550

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

„საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად გან...

მაკა ბოჭორიშვილი

1790183135

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...

მაკა ბოჭორიშვილი:

1790182026

ახალი ამბები

მარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს

ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...

მარკო რუბიო

1790179717

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...

ირაკლი კობახიძე

1790178569

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა