მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული
„საქართველოს პოზიცია არის ძალიან მარტივი. ჩვენ ევროინტეგრაციას არ ვუყურებთ როგორც ინსტრუმენტს სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად არც არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს ეს შეხვედრები თუ სხვადასხვა ფორმატები იმისათვის, რომ ეს გახდეს ინსტრუმენტი სპეკულაციებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე გააკეთა კომენტარი 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე. მისი თქმით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისა და სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობისათვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას სათანადო დონეზე იწვევდნენ.
„სწორედ ამის პასუხია ის, რომ საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრა. შესაბამისად, მინისტერიალი, თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი, სწორედ ამიტომ არ არის განხილული ჩვენი მხრიდან არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება შეხვედრებში. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია არის მარტივი. მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ და არც არასდროს შეგვიწყვეტია ჩვენ ეს ევროკავშირთან და როდესაც ევროკავშირის მხარე იქნება მზად, რომ ქართულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებზე შესაბამის დონეზე, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
1794843191
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებზე: როგორ შეიძლება დაკავშირებადობაზე ვსაუბრობდეთ საქართველოს რეგიონში და საქართველო არ იყოს ჩართული შესაბამის დონეზე ამ დისკუსიაში
„როგორ შეიძლება დაკავშირებადობაზე ვსაუბრობდეთ საქართველოს რეგიონში და საქართველო არ იყოს ჩართული შესაბამის დონეზე ამ დისკუსიაში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სა...
1794841899
ახალი ამბებიმუჰამად მოკაევის ახალი განცხადება - რა დეტალები ხდება ცნობილი საბა ლაზიშვილის მომავალ მეტოქეზე
სპორტსმენი მუჰამად მოკაევი სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით ადასტურებს, რომ დეკემბერში დუბაიში ქართველ მებრძოლ საბა ლაზიშვილთან საჭიდაო ორთაბრძოლა შესთავაზეს და ამ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნა...
1794841017
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ოპოზიციონერები პირდაპირ ეთერში საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან, პოლიტიკური ჟონგლიორობაა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში მათგან ვისმენთ
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობენ და საზოგადოებას თვალებში ნაც...
1794840305
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა, ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებები ეროვნული ბანკის ფუნქციებთან დაკავშირებით კანონმდებლობას ეწინ...
1794838984
ახალი ამბებიპარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მი...































