არჩილ გორდულაძე: ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა, რომ ვარდების რევოლუცია წახალისებული იყო რუსეთის მხრიდან

„ხაზგასასმელია მიხეილ სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და შემდეგ წაშალა, როგორ საუბრობდა, რომ ვარდების რევოლუცია, რომელიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ისევ და ისევ წახალისებული იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოს დამყარებული და ისევ ისე სხვის დაკრულზე იმყოფებოდეს ჩვენი საზოგადოება, ის საზოგადოება, რომელსაც 2012 წლის ჩათვლით 10-ჯერ საერთო-სახალხო არჩევნებში უარი აქვს ამ რეჟიმის მიმართ ნათქვამი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ სურს, საკუთარი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩინოს საკუთარი თავი, თითქოს, ყველაფერი გააკეთეს სასამართლოში, თუმცა, საზოგადოებამ 18 დღის განმავლობაში ნათლად დაინახა, რომ პარტიები თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ.

„სიმპტომატურია „ნაცმოძრაობის“ ეს უტიფარი განცხადება, რადგან თვითონ გადაწყვიტეს, რომ ეს დანაშაულები გაბათილდა, ეს არის მცდელობა, რომ ისევ და ისევ თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ვითომ მათ ყველაფერი გააკეთეს და ეს არის მათი მხარდამჭერების გულის მომაგრების მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ 18 დღის განმავლობაში საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ ისინი ვერც ერთ კითხვას ვერ პასუხობენ და ყოველ დღე, ფაქტობრივად ისინი თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოსაუბრე ანა წითლიძე, რომელიც ამბობდა, რომ 4 ოქტომბერს იგი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ერთადერთი, რასაც ნანობს არის, რომ მათ დაგეგმილი საქმე, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ბოლომდე სისრულეში ვერ მიიყვანეს და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, კიდევ იმავეს გააკეთებს. ამასვე საუბრობდა იგი სხდომის მიმდინარეობისას. შემდეგ იმის მტკიცება, რამდენად რეალურია მათგან მომავალი საფრთხე, საერთოდ აღარ მოგვემართება ჩვენ, თვითონვე დაადასტურეს, რომ ყველაფერ გააკეთებენ იმისათვის, დაამყარონ ისეთივე რეჟიმი, როგორც 2004-2012 წლებში იყო“, - განაცხადა გორდულაძემ.

მან ასევე პარალელი გაავლო „ნაცისტურ სოციალისტურ პარტიასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და აღნიშნა, რომ განსხვავება მხოლოდ მათი მოქმედების მასშტაბებშია, ამის მაგალითად, გორდულაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იმავე სისხლიან კალოს დაატრიალებს, რაც 2004-12 წლებში იყო.

„ნიურნბერგის პროცესის დროს და პროცესის შემდეგ, ნაცისტური სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები ზუსტად ამავეს ამბობდნენ, რომ კონკრეტული ადამიანები ჩადიოდნენ დანაშაულს და ისინი პარტიას არ მიემართებაო და ზუსტად იმავეს იმეორებენ „ნაცმოძრაობის“ და მათი განაყოფების წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სიმპტომატურობას, როგორი კავშირი აქვს „ნაცმოძრაობასა“ და „ნაცისტურ პარტიას“, ერთადერთი განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია, თორემ მიმართება, რომ ადამიანი საერთოდ არ არსებობს, არც ადამიანის ღირსება არსებობს და მისი წამება ეს ჩვეულებრივი დაშვებული პროცესია, რასაც მიხეილ სააკაშვილიც ამბობდა, მაგალითად ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, შავაძის საქმესთან დაკავშირებით - „კარგი იქნებოდა, რომ გაგვესამართლებინაო“ - მაშინ როდესაც ამ ადამიანის მიმართ არავითარი ბრალიც კი არ არსებობს, რომ მას რაიმე დანაშაული ჩაედინოს, იგი ეს დახვრიტეს, აწამეს და დახვრიტეს პირდაპირ ქუჩაში და ამ საქმეს იგი ამართლებდა. როდესაც წარსულში ჩადენილ ასეთ უმძიმეს დანაშაულებს ცდილობ, რომ არ გაემიჯნო და პირიქით ამართლებ კიდეც, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რომ მოვიდეს ეს ძალა ხელისუფლებაში, ზუსტად იმავეს გააგრძელებს, იმ სისხლიან კალოს დაატრიალებს, რაც 2004-2012 წლებში დატრიალებული ჰქონდათ“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795594210

ახალი ამბები

ტაშკენტში ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას საქართველოს სპორტის მინისტრი დაესწრო

ტაშკენტში ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. „უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მს...

საქართველოს სპორტის მინისტრი

1795594084

ახალი ამბები

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით განხორციელებული სამუ...

კახა კალაძე

1795592995

ახალი ამბები

თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დააფინანსა

თბილისის მერიის მიერ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის „აქტემრას“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, ძვირადღირებული მედიკამენტი 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შეს...

თბილისის მერია

1795592243

ახალი ამბები

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

გავრცელებული ცნობით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.  ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ახალგაზრდა კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის და...

ფონიჭალა

1795591048

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებს“ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს

„კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჩვენებენ“, - ამის შესახე...

ლევან მაჭავარიანი